მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მჯერა, ვაქცინის საშუალებით კაცობრიობა პანდემიას ძალიან მალე დაამარცხებს - გიორგი მინდიაშვილი

60744736df975
ინგა მურუსიძე
13.04.21 09:45
1572
"ევექსი ჰოსპიტლების" გენერალური დირექტორი გიორგი მინდიაშვილი უერთდება #ForbesHEALTH-ის და BMG-ის საინფორმაციო კამპანიას ვაქცინაციის შესახებ. როგორც ის ამბობს, რა თქმა უნდა, ვაქცინაციის მომხრეა. მისივე თქმით, პანდემიის დასრულებისთვის მოსახლეობის 60%-ის აცრა არის აუცილებელი.

„Covid-პანდემიამ ძალიან ბევრი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და მთელი მსოფლიო ბევრი კუთხით გააჩერა, მათ შორის ეკონომიკურად, თუმცა აუცილებელია ითქვას, რომ არასოდეს ყოფილა კაცობრიობა ისეთი ძლიერი პანდემიასთან ბრძოლაში, როგორც დღეს არის. რეალურად, ერთადერთი იარაღი ამ დრომდე მთელ მსოფლიოს გვქონდა სოციალური დისტანცია და პირბადე, თუმცა მეცნიერებმა, ძალიან ძლიერმა ორგანიზაციებმა შეძლეს და უმოკლეს პერიოდში შექმნეს მსოფლიო ხარისხის, აკრედიტაციის ყველა ორგანოს მიერ დადასტურებული უსაფრთხო ერთადერთი რეალური საბრძოლო იარაღი - ვაქცინა.

მჯერა, რომ კაცობრიობა ვაქცინის საშუალებით ძალიან მალე დაამარცხებს პანდემიას, რის შემდეგაც შევძლებთ დავუბრუნდეთ ნორმალურ ცხოვრებას, რომ კიდევ უფრო ბევრი და ბევრი ვიფიქროთ განვითარებაზე, ისე როგორც კაცობრიობას ახასიათებს. #აიცერი“, - აცხადებს მინდიაშვილი.