მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მკაცრად ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე - NATO-ს გენერალური მდივანი

62171aaaa2eb2
BM.GE
24.02.22 09:47
1739
უკრაინაში რუსეთის ფედერაციის მიერ სამხედრო მოქმედებების დაწყების შემდეგ ქვეყანაში საომარი მდგომარეობა გამოცხადდა, ასევე დაიხურა უკრაინის საჰაერო სივრცე. უკრაინულ ქალაქებზე რუსეთმა სარაკეტო თავდასხმა განახორციელა. 

სამხედრო მოქმედებების დაწყებას მკაცრად გმობს NATO-ს გენერალური მდივანი სტოლტენბერგი, რომელიც მომხდარს ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის სერიოზულ საფრთხედ აფასებს.

"მე მკაცრად ვგმობ რუსეთის უგუნურ თავდასხმას უკრაინაზე, რომელიც საფრთხეს უქმნის უამრავ სამოქალაქო პირს. ეს არის საერთაშორისო სამართლის მძიმე დარღვევა და სერიოზული საფრთხე ევროატლანტიკური უსაფრთხოებისთვის. NATO-ს მოკავშირეები შეხვდებიან რუსეთის განახლებულ აგრესიას,"- წერს იენს სტოლტენბერგი Twitter-ზე.