14.მაისი .2020 00:10

მკვლევარები მუშაობენ ისეთი პირბადის შექმნაზე, რომელიც კორონავირუსის მოხვედრის შემთხვევაში აინთება

views 1415
უკან

ჰარვარდისა და MIT-ის მკვლევარები მუშაობენ ისეთი პირბადის შექმნაზე, რომელიც კორონავირუსის მოხვედრის შემთხვევაში აინთება. ამის შესახებ "ბიზნეს ინსაიდერი" წერს. 

ბიოინჟინრები ბოლო ექვსი წლის მანძილზე ისეთი სენსორების შექმნაზე მუშაობდნენ, რომლებიც ვირუსების დაფიქსირება შეეძლოთ, მაგალითად ზიკას და ებოლას ვირუსების. ახლა კი ეს მკვლევარები მათ მიერ შექმნილი ტექნოლოგიის კორონავირუსზე ადაპტირებას ცდილობენ.

მკვლევართა ჯგუფი იმედოვნებს, რომ სენსორებს პირბადეში ჩააშენებენ, რათა იმ შემთხვევაში თუ ინფიცირებული ადამიანი დაახველებს, ამოისუნთქებს თუ დააცემინებს, სენსორები ვირუსის არსებობის შესახებ სიგნალს მისცემს.

თუ აღნიშნულ პროექტზე მუშაობა წარმატებული იქნება, მსგავსი პირბადეების გამოყენება ექიმებსაც შეეძლებათ პაციენტებისთვის დიაგნოზის დასასმელად და ამისათვის მათ პაციენტის ლაბორატორიული შემოწმება აღარ დასჭირდებათ.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა