მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია

640579c3a04cc
BM.GE
06.03.23 09:36
749
მლეთა-გუდაურის მონაკვეთზე ტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია.

ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის მლეთა-გუდაურის და გუდაური(ფოსტა)–კობის მონაკვეთებზე ინტენსიური თოვის და დაბალი ტემპერატურის გამო ზვავსაშიშროების საფრთხის დონე მაღალია, რის გამოც, აღნიშნულ მონაკვეთებზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.