მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მლნ-მდე ღირებულების ყალბი საგადასახადო დოკუმენტის დამზადება-გასაღებისთვის 2 პირი დააკავეს

5f4f39f86f892
თელარა გელანტია
02.09.20 10:26
786
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ - სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ყალბი საგადასახადო დოკუმენტის ჯგუფურად დამზადება - გასაღების ფაქტზე, ორი პირი დააკავეს.

როგორც bm.ge-ის საგამოძიებო სამსახურიდან აცნობეს, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მათი მართვის ქვეშ მყოფი კომპანიის სახელით, მიმდინარე წლის აგვისტოში დაამზადეს და გაასაღეს 995 000 ლარის ღირებულების მომსახურების ფიქტიურად გაწევის ამსახველი ყალბი საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა, რის სანაცვლოდაც მოითხოვეს საგადასახადო დოკუმენტში დაფიქსირებული თანხის 30% - 298 500 ლარი.

ბრალდებულები დაკავებულნი იქნენ მოთხოვნილი თანხის ნაწილის 30 000 ლარის აღების ფაქტზე.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 7 წლამდე ვადით.