მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"მმართველი პარტია სოციალური დახმარებისთვის საკვებს შემომწირველებისგან ყიდულობს" - IDFI

5ec3df8044f70
ინგა მურუსიძე
19.05.20 18:05
1453
COVID 19-ის წინააღმდეგ ბრძოლის პერიოდში საკვები პროდუქტების შესყიდვები მმართველი პარტიის შემომწირველებისგან ხორციელდება, - ამის შესახებ ნათქვამია IDFI-ს მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

„ინფორმაციის თავისუფლებისა და განვითარების ინსტიტუტი“ დაინტერესდა, თუ ვისთან ფორმდება გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულებები სხვადასხვა საკვები პროდუქტის შესაძენად, რომლითაც სხვადასხვა ჯგუფების სოციალური დახმარება ხორციელდება.

მმართველი პარტიის შემომწირველი კომპანიები საკვები პროდუქტის შესყიდვებში:

საქართველოს მთავრობის 2020 წლის 26 მარტის განკარგულებით, სასურსათო პროდუქტების მარაგების შექმნის მიზნით, ააიპ სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტოს დაევალა არაუმეტეს 5,000 ტონა შაქრის, 500 ტონა მაკარონის ნაწარმისა და 1,500,000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის სახელმწიფო შესყიდვის განხორციელება, რომლის ფარგლებშიც სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ ჯამურად შესყიდვების სააგენტოსგან 16 მილიონი ლარის გამარტივებული შესყიდვის განხორციელება მოითხოვა, ღონისძიების შეზღუდულ ვადებში შეუფერხებლად ჩატარების საფუძვლით.

აღნიშნული მოთხოვნის ფარგლებში 2 ხელშეკრულება გაფორმდა:

3 აპრილს სააგენტომ ხელშეკრულება გააფორმა შპს მზიურთან 1,500,000 ლიტრი მზესუმზირის ზეთის მიწოდებაზე, რომლის ჯამურმა თანხამ 1,424,400 აშშ დოლარი შეადგინა. 3 აპრილის გაცვლითი კურსით ეს თანხა 4,531,443.72‬ ლარია. ამ ხელშეკრულების ფარგლებში 11 მაისის მდგომარეობით მიღება-ჩაბარებების აქტები 448,098$-ზეა გაფორმებული, თუმცა ხელშეკრულება კვლავ ძალაშია.

რაც შეეხება მიმწოდებელ კომპანია შპს მზიურს, მისი დირექტორი შოთა ბასილაშვილია, ხოლო სამეთვალყურეო საბჭოს წევრი - დიმიტრი რამიშვილი. ორივე მათგანს, ერთსა და იმავე დღეს ქართული ოცნებისა და სალომე ზურაბიშვილისათვის 80-80
ათასი ლარი აქვთ შეწირული.

კომპანიის 100%იანი წილის მფლობელი აკაკი ახვლედიანია, რომელიც მრავალ კომპანიაში ფლობს წილს. ახვლედიანის ერთ-ერთი ბიზნეს პარტნიორია ნოდარ საბანაძე, რომელიც ქართული ოცნების შემომწირველია და ამასთან, დაკავშირებულია შსს მინისტრის მოადგილე, კახაბერ საბანაძესთან. მედიის ინფორმაციით, ნოდარ საბანაძე დგას ასევე ერთ-ერთი სამკერვალო კომპანიის უკან, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრომ „აწარმოე საქართველოში” პროექტის ფარგლებში დოლბანდის პირბადეების შეკერვა დაავალა.

ასევე, 3 აპრილს გაფორმდა 5,000 ტონა შაქრისა და 500 ტონა მაკარონის გამარტივებული შესყიდვის ხელშეკრულება შპს ალფასთან, რომლის ჯამურმა ღრებულებამ 2,808,400 აშშ დოლარი შეადგინა, რომლიც ხელშეკრულების გაფორმების თარიღის ოფიციალური გაცვლითი კურსით 8,934,362.92‬ ლარია. ამ ეტაპზე აღნიშნული შესყიდვის მიღება ჩაბარების აქტები არ არის ატვირთული. მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნულ შესყიდვაშიც პროდუქციის ნაწილი, კერძოდ, 500 ტონა მაკარონი, ასევე რუსული წარმოებისაა, რომელშიც სახელმწიფომ 212,400$ გადაიხადა.

შპს ალფას 100% წილის მფლობელი კობა კურდღელაშვილია, რომელიც VII მოწვევის პარლამენტის წევრი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან, თუმცა 2016 წელს ქართულ ოცნებას სწორედ შპს ალფას სახელით შესწირა 120,000 ლარი. კურდღელაშვილის მონაწილეობა სხვა 9 კომპანიაში ფიქსირდება, მისი ბიზნეს პარტნიორები სხვადასხვა კომპანიებში არიან როგორც ქართული ოცნების შემომწირველები, ასევე მმართველ პარტიასთან სხვა სახით დაახლოებული პირები. მაგალითად, კურდღელაშვილის ბიზნეს პარტნიორია ვაჟა ოქრიაშვილი, რომელიც პსპ ფარმას დირექტორი და ამავე კომპანიაში კახაბერ ოქრიაშვილის 95%-იანი წილის მმართველია. თავის მხრივ, კახაბერ ოქრიაშვილი საქართველოს პარლამენტის წევრია ქართული ოცნებიდან. ჯამურად ზეთის, შაქრისა და მაკარონის მარაგების შესაქმნელად სახელმწიფოს 13,465,806.64‬ ლარის ხელშეკრულება აქვს დადებული.

შპს “მადაგონი-2”

თვითმმართველი ქალაქი რუსთავის მუნიციპალიტეტმა Covid-19-ის გამო დამდგარი გადაუდებელი აუცილებლობის საფუძვლით შესყიდვების სააგენტოს სხვადასხვა საკვები პროდუქტის გამარტივებული შესყიდვის უფლების მოთხოვნით 20 მარტს მიმართა. მიღებული თანხმობის საფუძველზე, 25 მარტიდან 11 მაისის ჩათვლით, 17 გამარტივებული ხელშეკრულება დადო, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 411,532 ლარი შეადგინა. ყველა შესყიდვის შემთხვევაში მომწოდებელი ერთი კომპანიაა - შპს „მადაგონი 2”. კომპანია რუსთავშია რეგისტრირებული, მისი დირექტორი იური ბედინეიშვილია, რომელმაც 2016 წელს ქართულ ოცნებას 60,000 ლარი შესწირა.

ანალოგიური საფუძვლით, შესყიდვების სააგენტოს გარდაბნის მუნიციპალიტეტმაც რამდენჯერმე მიმართა და თანხმობის შემდგომ იმავე შპს მადაგონი 2-თან 5 ხელშეკრულება გააფორმა, რომელთა ჯამურმა ღირებულებამ 243,741 ლარი შეადგინა.
აღნიშნულმა კომპანიამ Covid-19-თან დაკავშირებული გამარტივებული შესყიდვებით ჯამში 655,000 ლარზე მეტი მიიღო.