მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელობა არ აქვს ვინ უხელმძღვანელებს სსიპ-ს, რადგან გადაწყვეტილებებს სხვა იღებს - ასათაშვილი

62b9f7baa2177
ალა ისპირიანი
28.06.22 00:40
813
"ჰელისკი ჯორჯიას" დამფუძნებლის ვატო ასათაშვილის თქმით, მნიშვნელობა არ აქვს ვინ უხელმძღვანელებს რომელიმე სსიპ-ს ან ა(ა)იპ-ს, რადგან გადაწყვეტილებებს სხვა იღებს. აღნიშნული კომენტარი მან ახალშექმნილი სსიპ-ის - კურორტების განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელად სანდრო ონოფრიშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით გადაცემა "საქმის კურსში" გააკეთა.

„როგორც წესი ყოველთვის, როცა ახალი სამსახური იქმნება, იქმნება კონკრეტულ პიროვნებაზე მოსარგებად. ამ შემთხვევაში ეს "ქეისი" სავარაუდოდ არ გვაქვს, რადგან სანდრო ონოფრიშვილი წლებია ეკონომიკის სამინისტროში მუშაობს, არაერთ საჯარო პოზიციაზე იყო, ამავე დროს ეკონომიკის მინისტრის მრჩეველიც იყო და არ მგონია მისთვის იყო კონკრეტულად.

თუ ვინ იქნება მენეჯერი ამა თუ იმ სახელმწიფო სამსახურში - განსაკუთრებით სსიპ-ში, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან აბსოლუტურად ყველა სსიპ-ს თუ ა(ა)იპ-ს ხელმძღვანელობს კონკრეტული კოორდინატორი სუსი-დან. ეს ცნობილი ფაქტია. სუს-ის კოორდინატორების გარეშე გადაწყვეტილება არ მიიღება. ასე რომ, ვინ იქნება ხელმძღვანელებად დანიშნული, მნიშვნელობა არ აქვს, რადგან გადაწყვეტილების მიმღები სხვა არის", - განაცხადა მან.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ ახალი სსიპ-ი -კურორტების განვითარების სააგენტო შექმნა, რომელიც ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება. ახალ სსიპ-ს სანდრო ონოფრიშვილი უხელმძღვანელებს.