მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანი კითხვაა, რისი გადახდა მოუწევს საქართველოს ფრენების სანაცვლოდ - დეგნანი

646601d3cbe44
მარიამ ვარადაშვილი
18.05.23 14:49
695
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი ამბობს, რომ მნიშვნელოვანია დაისვას კითხვა - რატომ გადაწყვიტა რუსეთის პრეზიდენტმა საქართველოსთან პირდაპირი ფრენების ახლა აღდგენა და რა იქნება ამ ყველაფრის საფასური.

საუბარია ვლადიმერ პუტინის 10 მაისს მიღებულ გადაწყვეტილებაზე, რომლითაც მოიხსნას 2019 წლიდან მოქმედი შეზღუდვა ორ ქვეყანას შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლაზე. იმავე დღეს გამოიცა პუტინის მეორე ბრძანებაც, რომლის თანახმადაც რუსეთის ტერიტორიაზე შესვლა საქართველოს მოქალაქეებს ვიზის გარეშე შეუძლიათ.

“ქვეყანა, რომლის ტერიტორიის 20%-იც რუსეთის მიერ არის ოკუპირებული, რომლის მოქალაქეებსაც რუსეთის სამხედრო ძალები აკავებენ და რუსეთის მხრიდან წნეხი გრძელდება, ფრთხილად უნდა იყოს ისეთი მცდელობების მიმართ, რომლითაც ის ურთიერთობების ნორმალიზებას ცდილობს. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი კითხვაა, რატომ ახლა და რატომ სთავაზობს პუტინი საქართველოს ამას და რა არის ის საფასური, რაც საქართველოს მოუწევს, რომ გადაიხადოს პირდაპირი ფრენებისთვის და უვიზო მიმოსვლისთვის?! ან თუნდაც აღდგეს სარკინიგზო მიმოსვლა აფხაზეთის გავლით რუსეთთან?! ყველამ კარგად ვიცით, რომ პუტინი ყოველთვის ცდილობს, თავისი ნაბიჯების სანაცვლოდ გარკვეული საფასური მიიღოს ქვეყნებისგან", - ამბობს დეგნანი. 

ჟურნალისტის კითხვაზე - მისი აზრით, რა იქნება ეს საფასური, ელჩმა უპასუხა, რომ ეს კითხვა თავად რუსეთის პრეზიდენტს უნდა დაუსვან ან უბრალოდ ფაქტებით იხელმძღვანელონ.