მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია, არსებული ეპიდემიოლოგიური პლატო შევინარჩუნოთ - ნინა კობახიძე

5fd8bd55f19b7
ვიქტორია მღებრიშვილი
15.12.20 17:47
626
"მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატო, რა მდგომარეობაშიც ახლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა შევინარჩუნოთ", - ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, გაფართოებული ტესტერების პროცესმა გახადა გავრცელების რაოდენობის შეკავება შესაძლებელი გახადა. ნინა კობახიძემ აღნიშნა, რომ „ჯეო ჰოსპიტალის“ ქსელმა კოვიდის მართვაში ბორჯომისა და მარნეულის კლინიკა უკვე დაამატა.

„რა თქმა უნდა, არის საკითხები, რომელზეც ყოველ კვირეულად თათბირებზე ვმსჯელობთ - რამდენი პაციენტი გვყავს მართვის სუნთქვაზე, როგორ შეგვიძლია რეგიონის მიხედვით კლინიკებისა და კოვიდ სასტუმროების გადანაწილება მოვახდინოთ სწორად.

„ჯეო ჰოსპიტალის“ ქსელმა დაამატა ბორჯომისა და მარნეულის კლინიკა, რაც გვაძლევს საშუალებას, რომ რეგიონში სრულყოფილად მოვახდინოთ კოვიდპაციენტების მართვა და ასევე, ამბულატორიის ქსელის მეშვეობით უკვე ბინაზე დარჩენილი პაციენტების სწორი მართვა განვახორციელოთ. ამ ეტაპისთვის კლინიკები მობილიზებული ვართ, რაოდენობის შესახებ ინფორმაციებს ვცვლით. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს პროცესი იქნება შენარჩუნებული და რაოდენობის ზრდა არ იქნება მიბმული შეზღუდვების მოხსნასთან, რადგან ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს პლატო, რა მდგომარეობაშიც ახლა ეპიდემიოლოგიური მდგომარეობაა შევინარჩუნოთ, რათა ჩვენს ექიმებს მივცეთ საშუალება ღირსეულად მოემსახურონ კოვიდინფიცირებულ პაციენტებს“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.