მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მნიშვნელოვანია, ეროვნულმა ბანკმა ლარის მართვის გეგმა წარმოადგინოს“ - სონღულაშვილი

6076ad4338306
ელენე გოგბერაშვილი
15.04.21 09:45
1430
პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე კვლავ ეროვნული ბანკის მხრიდან ლარის მართვის გეგმის წარმოდგენის საჭიროებაზე საუბრობს.

დავით სონღულაშვილი ლარის კურსის სამოქმედო გეგმის შექმნის ინიციატივით 21 თებერვალს პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას გამოვიდა, როცა ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერ-მინისტრის პოსტზე მეორედ დაამტკიცეს.

როგორც სონღულაშვილი თვლის, უნდა შეიქმნას ფისკალური და მონეტარული უწყებებით დაკომპლექტებული კომისია და ფულის მართვის პროცესი უფრო გამჭვირვალე უნდა გახდეს.

"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეროვნულმა ბანკმა წარმოადგინოს ლარის მართვის გეგმა, გაკეთდეს უწყებათშორისო კომისია. ეს იქნება მაქსიმალურად გამჭვირვალე და იქნება პროგნოზირებადი ყველა ის პროცესი, რომელიც ამასთან მიმართებით არის. ეს გამოწვევა არის არამხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის, არამედ, ჯამში, ყველა ასეთი პატარა ეკონომიკებისთვის. ამიტომ არასტანდარტული გადაწყვეტილებები და არასტანდარტული მიდგომები საკითებისადმი არის მნიშვნელოვანი”, - აცხადებს დავით სონღულაშვილი.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ bm.ge-სთან ცოტა ხნის წინაც ისაუბრა.