მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მნიშვნელოვანია ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ - ნინა კობახიძე

5fbbbdf17f1b2
ვიქტორია მღებრიშვილი
23.11.20 17:47
661
მნიშვნელოვანია, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ, - ამის შესახებ კლინიკების ქსელ „ჯეო ჰოსპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, ნინა კობახიძემ, პრემიერ-მინისტრისა და კლინიკების ხელმძღვანელების შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისი თქმით, სიტუაცია რთული, თუმცა ამ ეტაპისთვის მართვადია.

„იქიდან გამომდინარე, რომ თითოეულმა კლინიკამ ვიცით ჩვენს რეგიონში რა რესურსები მობილიზება გვჭირდება და ამ ინფორმაციის გაცვლას ვახორციელებთ პრემიერთან. მნიშვნელოვანია, რომ თავის მხრივ მოსახლეობამაც ხელი შეგვიწყოს და მაქსიმალურად შევეცადოთ, რომ ჰოსპიტალიზებული პაციენტების რაოდენობა მინიმუმამდე შევამციროთ და ჰოსპიტალში განთავსებული პაციენტების ინტენსიურ თერაპიაში გადაყვანის რისკებიც უნდა ვმართოთ. დღევანდელი მოცემულობით ჩვენი მიზანი რაც შეიძლება მეტი სიცოცხლის გადარჩენაა“, - განაცხადა ნინა კობახიძემ.

ნინა კობახიძე განმარტავს, რომ მსგავსი სამუშაო შეხვედრები პრემიერთან ყოველკვირეულად იმართება და ეს შეხვედრები იმისთვისაა მნიშვნელოვანი, რომ ჰოსპიტალურმა სექტორმა ზუსტად იცოდეს გამოწვევები, რომელსაც ყოველდღიურ რეჟიმში უნდა ელოდოს.