11.მარტი .2022 10:32

მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, რათა დარგი მყარად იდგეს ფეხზე - მინისტრი მეღვინეებს შეხვდა

მნიშვნელოვანია კოორდინირებული მუშაობა, რათა დარგი მყარად იდგეს ფეხზე - მინისტრი მეღვინეებს შეხვდა
views 584
უკან

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მწარმოებლებს შეხვდა და დღეისათვის, დარგში არსებული გამოწვევები და საჭიროებები განიხილა.

როგორც სამინისტროს მიერ გავრცელებულ რელიზიდან ირკვევა, შეხვედრაზე გადაწყდა, რომ მომავალი კვირიდან, მუშაობა გაგრძელდება სამუშაო ჯგუფების ფორმატში, სადაც განხილული იქნება როგორც დარგში დღეს არსებული გამოწვევების დაძლევის გზები, ასევე საექსპორტო ბაზრის გაფართოების ხელშეწყობის კონკრეტული წინადადებები, სახელმწიფოს მხრიდან მხარდაჭერის ფორმები, მიმართულებები და სამომავლო გეგმები.

მინისტრის თქმით, დღეს არსებული გამოწვევების ფონზე, მნიშვნელოვანია ერთობლივად, სახელმწიფოსა და ბიზნესსექტორის კოორდინირებული მუშაობით მოხდეს ღვინის ინდუსტრიაში ჩართული ყველა რგოლის, მხარის ინტერესის დაცვა და გაკეთდეს მაქსიმუმი, რათა დარგი კვლავ მყარად იდგეს ფეხზე.

„ჩვენი ამოცანაა, რეგიონში დღეს არსებული ვითარების გათვალისწინებით, ღვინის ინდუსტრიის წარმომადგენლებთან კოორდინაციით განვსაზღვროთ ის მიმართულებები, რომლებშიც სახელმწიფოს მხრიდან მაქსიმალური მხარდაჭერა დარგს განსაკუთრებით სჭირდება.

ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენ აქტიურად ვმუშაობთ ქართული ღვინის საექსპორტო ბაზრების დივერსიფიკაციის მიმართულებით და უნდა აღინიშნოს, რომ კონკრეტული შედეგები უკვე გვაქვს. სახელმწიფოს აქვს თავისი ვალდებულება და პასუხისმგებლობა, ხელი შეუწყოს დარგის განვითარებას და ქართული პროდუქციის საექსპორტო არეალის გაფართოებას, თუმცა ამ მიმართულებით კერძო სექტორის, მეწარმეების აქტიური ჩართულობა და როლი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია“, - აღნიშნა ოთარ შამუგიამ.

ცნობისთვის: 2021 წლის მონაცემებით, რუსეთი საქართველოს მეორე საექსპორტო ბაზარია. შარშან საქართველომ რუსეთში 131 მლნ დოლარის ღვინო გაყიდა. 

#2 სავაჭრო პარტნიორი: რა იყიდა/გაყიდა საქართველომ რუსეთში?

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა