ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ორგანიზებით და Bloomberg-თან თანამშრომლობით საქართველოს საერთაშორისო საინვესტიციო საიმიჯო კამპანია გაეშვა. ამის შესახებ პრესრელიზს „აწარმოე საქართველო“ ავრცელებს.
„ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია საერთაშორისო ბიზნესწრეებში საქართველოს ინვესტიციების პოტენციალის, ქვეყნის ბიზნესგარემოს წარმოჩენა და ისეთი მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, რომელიც მოგვცემს სწორი პოზიციონირების და კიდევ უფრო მეტი უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საშუალებას“, - განაცხადა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ დირექტორმა მიხეილ ხიდურელმა.
„Georgia – A Pleasure Doing Business” კამპანიის ფარგლებში, Bloomberg-ის სატელევიზიო და ციფრულ პლატფორმებზე ასევე Bloomberg-ზე განთავსებულ საიმიჯო ვებგვერდზე, გასავრცელებლად საიმიჯო რეკლამა, სოციალური მედიისათვის გამოსაყენებელი ვიდეორგოლები, სტატიები და სიუჟეტები დამზადდა.
სააგენტოს ცნობით, კამპანიის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ნაწილი საინფორმაციო ვიდეორგოლია, რომელშიც საქართველოს საინვესტიციო უპირატესობებსა და წარმატებულ ბიზნესსაქმიანობაზე ისეთი მაღალი საერთაშორისო ცნობადობისა და ნდობის მქონე ინვესტორები საუბრობენ, როგორებიცაა მზის პანელების მწარმოებელი კომპანიის AIONRISE ბიზნესის განვითარების მთავარი ოფიცერი შოკრუხ ბარათოვი, EBRD-ის რეგიონალური პრეზიდენტი კატარინა ბიორლინ ჰანსენი, დირექტორი და საერთაშორისო ბიზნეს პროცესების აუთსორსინგ კომპანია Majorel-ის საქართველოს ოფისების დირექტორი ალექსანდრე მირონენკო.
აქტიური კამპანია 2022 წლის ნოემბრის ბოლომდე გასტანს და მოიცავს როგორც ევროპის, ასევე აზიისა და აშშ-ს ბაზრებს.
(NS)
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რა დაგიჯდებათ წალკის კანიონის მონახულება და რა უნდა გაითვალისწინოთ ვიზიტისას?
რატომ დგას ბოსტნეულით დატვირთული Tesla დეზერტირების ბაზარში?
ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გაუფასურდა
“ადამიანები მიხვდნენ, რომ მექსიკის გავლით აშშ-ში გადასვლა სარისკოა” - Turebi.ge
Forbes-ის მილიარდერების განახლებული რეიტინგი - სიაში ორი ქართველია
ხვალ, თბილისში 6200 აბონენტს გაზის მიწოდება დროებით შეუწყდება
რას ნიშნავს რუსულ ტექნიკაზე გამოსახული სიმბოლო “Z”?
„რომპეტროლ საქართველოს“ სერვისები გათიშულია - კომპანია განცხადებას ავრცელებს
რუსეთის კოსმოსური სააგენტო დაჰაკულია, სადაზვერვო სატელიტები გათიშულია - Anonymous
უკრაინის პრემიერის ტექსტი, რომელიც ქართულადაა დაწერილი, ბევრ ეჭვს მიჩენს - ზალკალიანი
მაკრონი საქართველოს და მოლდოვას მხარდასაჭერად Twitter-ზე განცხადებას ავრცელებს
სანქცირებული რუსული ბანკების ბარათები Apple Pay-სა და Google Pay-ში აღარ მოქმედებს
NATO-მ სამხედრო გეგმის განხორციელება გადაწყვიტა, ეს არის ჩვენი თავდაცვა – სტოლტენბერგი
დაუწესებს თუ არა საქართველო სანქციებს რუსეთს? - ღარიბაშვილის პასუხი
“სავარაუდოდ, ათი დღის შემდეგ მკაცრი შეზღუდვებისგან გათავისუფლება ჩვენც უნდა დავიწყოთ" - კულუმბეგოვი
პანდემიის დასასრულებლად, WHO მდიდარ ქვეყნებს 14 მლრდ ევროს გადახდისკენ მოუწოდებს
"თურქული მედიკამენტები ქართველი მომხმარებლის მოთხოვნას ვერ დააკმაყოფილებს"
რისგან შედგება თამბაქოს გასახურებელი ღერები და რით განსხვავდება ის ტრადიციული სიგარეტისგან?
"მაგთი" ულიმიტო 25-ლარიან პაკეტს აუქმებს - ტარიფები ძვირდება
5 მითი გასახურებელი თამბაქოს შესახებ