მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და კერძო სექტორი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ - ზურაბ ქიტოშვილი

60084099e5cdb
თელარა გელანტია
20.01.21 18:38
2459
„ჯეო ჰოსპიტალსის“ დირექტორის ზურაბ ქიტოშვილის აზრით, „მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო და კერძო სექტორი თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადავიდნენ.

საქმე იმაშია, რომ „ჯეო ჰოსპიტალსი” ერთ-ერთია იმ ათეულობით კლინიკას შორის, რომელმაც ჯანდაცვის მინისტრს  მიმართა და შეხვედრა ითხოვა - მიზეზი სამედიცინო სექტორში არსებული მძიმე ეკონომიკური კრიზისია.

„მნიშვნელოვანია, სახელმწიფო და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ახალ ეტაპზე გადასვლა. დისკუსიის ფარგლებში განვიხილოთ კერძო სამედიცინო სექტორის განვითარების გრძელვადიანი გეგმების ეროვნულ ჰოსპიტალურ სტრატეგიასთან თანხვედრა, რაც უზრუნველყოფს როგორც პაციენტთა მაქსიმალურ დაცულობას და საუკეთესო კლინიკური გამოსავლების მიღწევას, ასევე, სახელმწიფო და კერძო სექტორის ინტერესების გათვალისწინება/დაბალანსებას,“ - განაცხადა ზურაბ ქიტოშვილმა.

მისივე თქმით, არსებული გამოწვევების ფონზე კოვიდის პირობებში დაწყებული კომუნიკაციის გაგრძელება აუცილებელია. ის იმედოვნებს, რომ კერძო სამედიცინო სექტორისა და ჯანდაცვის ეროვნული სისტემის თანამშრომლობა ორივე მხარისათვის ნაყოფიერი იქნება.

ცნობისთვის: საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე კლინიკების მენეჯმენტს უახლოეს დღეებში შეხვდება. აღნიშნული bm.ge-ის მინისტრის პრეს-სამსახურში დაუდასტურეს.