საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში ადგილობრივი წისქვილკომბინატები მუშაობდნენ, ხორბლის იმპორტი ხორციელდებოდეს და რაც მთავარია, პური არ გაძვირდეს. ამის შესახებ ოთარ შამუგიამ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
მან აღნიშნა, რომ გაჩერების პირას მდგარი ხორბლის ადგილობრივი გადამამუშავებლების მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, კომუნიკაცია დარგის წარმომადგენლებთან გრძელდება და პოზიციებს ცვლიან.
„მეხორბლეებთან საუბრის და მოლაპარაკების პროცესი არ გაგვიწყვეტია. ვცვლით მოსაზრებებს და ისეთი გადაწყვეტილება უნდა იყოს მიღებული, რომელიც მისაღები იქნება ჩვენი მოსახლეობისთვის; პირველ რიგში, რა თქმა უნდა, არ უნდა გაძვირდეს პური. მნიშვნელოვანია სექტორმა და წისქვილკომბინატებმა იმუშაონ და ქვეყანაში ხორბალი შემოვიდეს, თუმცა ის მდგომარეობა, რაც დღეს ქვეყანაშია, იმ ქვეყნის გადაწყვეტილებებით არის გამოწვეული, საიდანაც (რუსეთიდან) ჩვენ ძირითადად შემოგვაქვს ხორბალი, ამიტომ ისეთი გამოსავალი უნდა იყოს მიღებული, რომელიც ყველა მხარისთვის მისაღები იქნება“, - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ ხორბლის და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაციამ საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაჩერებული წისქვილკომბინატების ამოქმედებისა და ხორბლის ახალი სეზონისთვის მომზადების მიზნით მიმართა. ინდუსტრია მთავრობას და ეკონომიკურ ბლოკს დარგის მდგომარეობიდან გამოსვლის გეგმას სთავაზობს, რაც თავის თავში პურის არ გაძვირებას მოიცავს.
ცნობისთვის: რუსეთის მიერ გასული წლის სექტემბრიდან ხორბლის ექსპორტზე მცურავი ბაჟის დაწესებამ, ხორბლის იმპორტიორებს საქონლის შემოტანა გაუძვირა. შედეგად ხორბლის იმპორტი შემცირდა და დღეისთვის ხორბლის მარაგი თითქმის არ არის. საპირისპირო მდგომარეობაა ფქვილის იმპორტის ნაწილში. რუსეთიდან ფქვილის იმპორტზე ნულოვანი ბაჟი მოქმედებს, რამაც ადგილობრივ წარმოებებს ფქვილის იმპორტზე გადასვლა აიძულა და დღეს ფქვილის იმპორტი 11-ჯერ არის გაზრდილი. ქვეყანაში ხორბლის მარაგების შემცირებამ ადგილობრივი წარმოებისა გაჩერება გამოიწვია, რაც ათასობით გათავისუფლებულ ადამიანს და ადგილობრივი ფქვილის და მეცხოველეობისთვის საჭირო საკვების წარმოების არ არსებობას გულისხმობს.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი