მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოაგვარეთ ეს საკითხი!“ - გიდი ხელისუფლებას საზღვრისკვეთისას არსებული ხარვეზების მოგვარებას სთხოვს

602674db65a62
ვიქტორია მღებრიშვილი
12.02.21 21:00
1077
აეროპორტიდან გაყარეს ადამიანები, რომლებსაც ქონდათ კოვიდ ტესტი და ყველა საბუთი წესრიგში - წერს ფეისბუქში გიდი ალექსანდრე გიორგიძე და ტურიზმის ადმინისტრაციის ყოფილ ხელმძღვანელს მარიამ ქვრივიშვილს, რომელიც დღეს საპარლამენტო უმრავლესობაშია, მიმართავს, რათა საკითხზე დროული რეაგირება მოხდეს, რადგან კრიზისულ მდგომარეობაში ტურიზმის სწრაფი აღდგენის საკითხი ქვეყნის ეკონომიკისა და ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვანია.

BM.GE აღნიშნულ საკითხზე ალექსანდრე გიორგიძეს დაუკავშირდა და დეტალები დააზუსტა. მისი ინფორმაციით, ადამიანი, რომელიც დღეს მესაზღვრეებმა სტამბულში გააბრუნეს „იმუშავე საქართველოდან“ ბენეფიციარი იყო და ის ქვეყანაში რეგულაციების დაცვით შემოდიოდა.

„რეისით PC314 სტამბული-თბილისი, რომელიც წუხელ ჩვენთან დაჯდა ჩამოვიდა ადამიანი, რომელიც საქართველოში ქვეყანაში რამდენიმე თვის წინ სახელმწიფო პროგრამით „იმუშავე საქართველოდან“ იყო შემოსული და 3 კვირის წინ სტამბულში პირად საქმეებზე გაემგზავრა. ის ყაზახეთის მოქალაქე და თურქეთის რეზიდენტია, მან მანამდე ყველაფერი გაარკვია, მათ შორის გამოფრენის წინაც და ქვეყანაში შემოსვლისთვის ყველა საბუთი, მათ შორის PCR ტესტი თან ჰქონდა, მაგრამ მიუხედავად ამისა ჩვენმა მესაზღვრეებმა ის არ შემოუშვეს, მეტიც 2 საათი ალოდინეს და უკან იძულების წესით გააგდეს, ბარგი კი თბილისში დარჩათ. ამასთან საზღვარზე არანაირი განმარტება არ მიუციათ რატომ აბრუნებდნენ უკან და მიუთითეს, რომ მიზეზის გასარკვევად თურქეთში საქართველოს საკონსულოსთვის მიემართა და მიზეზი იქ გაერკვია. მის გარდა იქ კიდევ 11 ადამიანი იყო, რომლებსაც საზღვრის კვეთისას პრობლება შეექმნათ, მოწესრიგებული საბუთების მიუხედავად“, - ყვება გიდი.

ალექსანდრე გიორგიძე აღნიშნულ ფაქტს პრობლემურს უწოდებს, რადგან ტურისტების შემოსვლა ქვეყანაში დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია და იმისთვის, რომ ეს პროცესი გამართულად წარმოებდეს მესაზღვრეები ინფორმირებულები უნდა იყვნენ ქვეყანაში დაშვების წესებზე.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ 1 თებერვალს, როდესაც ეკონომიკის მინისტრმა დაანონსა ცის გახსნა და ის წესები, რომლითაც უცხოელ მოქალაქეებს შემოსვლა შეეძლოთ, ამ ფაქტმა დაადასტურა ის, რომ ეს წესები მესაზღვრეებს ან არ აქვთ განმარტებული, ან ისინი წყვეტენ ინდივიდუალურად და გვაქვს აბსოლუტურ ქაოსთან საქმე. სახელმწიფომ ვიზიტორების ქვეყანაში შემოსვლის რეგულაციები მხოლოდ პრესკონფერენციებზე არ უნდა გააჟღეროს და იმ ქვეყნების ზუსტი სია უნდა იყოს გაწერილი ოფიციალურად, რომლიდანაც მოქალაქეებს შეუძლიათ ამ რთულ პერიოდში საქართველოში შემოსვლა“, - ამბობს გიორგიძე.

ის ერთი კონკრეტული ფაქტის მაგალითზე საერთო რისკს ხედავს, რომ ის ტურისტული კომპანიები, რომლებსაც ერთეული შეკვეთები გაუჩნდათ, მსგავსი ფაქტების განმეორების შემთხვევაში დაკარგავენ პოტენციურ მომხმარებელს, რაც ქვეყანასაც დააზარალებს.

„ჩემს კოლეგებს, რომელთაც დიდი იმედები გაუჩნდათ, რომ ტურების შეკვეთები მიიღეს, რა შემთხვევებიც ერთეულია დღეისთვის, ეს შეიძლება მოუვიდეს ნებისმიერ თქვენს სტუმარს. თავად ფაქტია საგანგაშო, რადგან არ არის იმის გარანტია, რომ მესაზღვრეები თვითნებურად არ გააბრუნებენ ტურისტებს უკან. აქედან გამომდინარე მივმართავ ხელისუფლებას - მოაგვარეთ ეს საკითხი! ისედაც ერთი წელია სფერო გაჩერებულია და მიუხედავად ამისა იმ თქვენს პოზიტიურ ნაბიჯებს, რომელსაც შედეგი უნდა მოჰყვეს ვერ ახორციელებთ“, - აცხადებს ალექსანდრე გიორგიძე.