მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოარული ხმები, რომ „ომიკრონი“ მსუბუქი დაავადებაა, არის მტკნარი სიცრუე - ბიძინა კულუმბეგოვი

61e54db38a098
ინგა მურუსიძე
17.01.22 20:17
3160
მოარული ხმები, რომ „ომიკრონი“ მსუბუქი დაავადებაა, ყველა ადამიანს ზედა სასუნთქ გზებში დარჩება და ფილტვებს არ დააზიანებს, არის მტკნარი სიცრუე, - ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა განაცხადა.

მისივე თქმით, სიკვდილიანობის და ავადობის ჯამური, კუმულაციური რიცხვი შემცირებულია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ომიკრონის გამო პაციენტები ჰოსპიტლებში არ ხვდებიან, ან ეს შტამი ადამიანების გარდაცვალებას არ იწვევს.

„აშშ-ში, ბრიტანეთში, დანიაში ადამიანები ავადობენ. რასაკვირველია, პროცენტული მაჩვენებლები შემცირებულია, მაგალითისთვის, თუ შევხედავთ იმ მწირ მონაცემებს, რომელიც დღეისათვის არსებობს: თუ წინა შტამი 100 დაავადებულიდან დაახლოებით 10 ადამიანის ლეტალობის მიზეზი შეიძლებოდა გამხდარიყო, დღეს ეს არის დაახლოებით 1000-დან 1 ადამიანის ლეტალობა. ეს არის სიკვდილიანობის მაჩვენებელი, რომელიც ახლოსა და თითქმის იდენტურია გრიპის ვირუსთან, რომელიც რესპირაციულ დაავადებებს შორის ერთ-ერთი ყველაზე სეროზული და ვერაგია“, - განაცხადა კულუმბეგოვმა.

ცნობისთვის, 17 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია ომიკრონის 1189 შემთხვევა.