მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოატყუა თუ არა საქართველოს მთავრობამ ბერძნული ავიაკომპანია? - მთავრობის პასუხი

5f2a6fcc79c38
ინგა მურუსიძე
05.08.20 15:10
1360
როგორც ჩანს, საბერძნეთის ელჩი შეცდომაში შეიყვანეს, „ეგეოსის ავიახაზებისთვის“ ფრენაზე დადებითი ნებართვა არ გაგვიცია, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი, ნათია თურნავა საქართველოში საბერძნეთის ელჩის განცხადებას. დიპლომატმა რამდენიმე დღის წინ მედიასთან თქვა, რომ ის მოატყუეს და „ეგეოსის ავიახაზებთან“ მიღწეული შეთანხმების მიუხედავად, ფრენები არ გაიხსნა.

„რეისების დადასტურება ხდება ერთადერთ უწყებაში და ეს არის სამოქალაქო ავიაციის დეპარტამენტი, რომელიც შედის ჩვენი სამინისტრის დაქვემდებარებაში. დადასტურება, რომ ყოფილიყო, დოკუმენტიც გაიცემოდა. ჩვენ მსგავსი დოკუმენტი არ გაგვიცია. მიმდინარეობს მუდმივი მოლაპარაკებები არა მხოლოდ „ეგეოსის ავიახაზებთან“, არამედ სხვა ავიაკომპანიებთანაც. დადასტურება არ ყოფილა, თუმცა ჩვენი მხრიდან არის კეთილი ნება, რომ დაშვებული იყოს ფრენები, თუნდაც სექტემბერში.

გაუმართლებელია მსგავსი სახის ბრალდებები, მით უფრო დიპლომატისგან. გვესმის, რომ ყველა ქვეყანა, მათი დიპკორპუსი ცდილობს დაიცვას თავიანთი ქვეყნის ავიაკომპანიის ინტერესები, ეს ასეა ზოგადად, მაგრამ ბიზნეს ინტერესი უნდა იყოს დაბალანსებული ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის ეპიდემილოგიური ინტერესით. აქედან გამომდინარე ვიღებთ საბოლოო გადაწყვეტილებას. ალბათ ავიაკომპანიის მხრიდან შეცდომაში იყო შეყვანილი დიპლომატი“ - განაცხადა თურნავამ.