უკვე მრცხვენია ვინმეს ვაქცინა ვთხოვო საქართველოსთვის. აქამდე ვეუბნებოდი არ გვაქვს ვაქცინა, ვიხოცებით, გვიშველეთ-თქო. - ამის შესახებ ამერიკაში მცხოვრები ქართველი ექიმი დავით მრელაშვილი „ფეისბუქზე“ წერს. ცნობისთვის, მრელაშვილმა საქართველოს „ფაიზერის“ ვაქცინის შესანახი ორი მაცივარი აჩუქა.
როგორც ის აღნიშნავს, სამწუხაროა, რომ საქართველომ შემოსული ვაქცინების 10%-იც კი ვერ აითვისა.
„რომ ნახონ სტატისტიკა - ვაქცინასაც დავკარგავ და ნდობასაც მომავლისთვის. ჩემი მშობლები ხვალ იცრებიან, და პრინციპულად „ასტრაზენეკას“ ვაქცინით. რატომ? იმიტომ რომ ვფიქრობ ის მათთვის საუკეთესო არჩევანია და არაა პრაქტიკული განსხვავება, ამ ეტაპზე ცნობილი ინფორმაციით ამ ორ ვაქცინას შორის. “აბა ის ექთანი რომ გარდაიცვალა?”. ამაზე ძალიან მარტივი პასუხია ანალოგიის პრინციპით: საქართველოში რომ ვიყავი ერთი ახლობლის ახალგაზრდა ვაჟი გარდაიცვალა ავტოკატასტროფაში BMW-ის მარკის ავტომობილში. ეგ ხომ არ ნიშნავს, რომ BMW ცუდი მანქანაა, ან „ოპელზე“ ნაკლებად იცავს მგზავრებს ავარიის დროს? ვეცადოთ შევხედოთ საერთო სურათს და მიზეზს, და არა ერთეული ფაქტი განვაზოგადოთ“, - წერს ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი.
ის ასევე აღნიშნავს, რომ საჭიროა საერთო სურათის გაანალიზება და არა ერთეული ფაქტების განზოგადება.
„ვაქცინამ ორი კვირით დააგვიანა შეპირებულზე და ლანძღვით ავიკელით მთავრობა - ჩვენი დახოცვა უნდათ, ან უნიათები არიან - რატო არ შემოაქვთო.
- შემოიტანეს ხარისხიანი ვაქცინა (ასტრაზენეკა) - არ ვიცრებით - ცუდი ვაქცინააო, ჩვენი დახოცვა უნდათო ისევ ამ ერთადერთი, მართლაც რომ სამწუხარო პრეცედენტის გამო (და ვუგულებელვყოფთ ათასობით გარდაცვლილს თავად ვირუსისგან). ნაწილმა იმის გამო რომ ერთ ხელზე ჩამოსათვლელმა ქვეყნებმა მეცნიერულად დაუსაბუთებელი გართულებების ეჭვის გამო დროებით ან ნაწილობრივ შეაჩერეს ეს ვაქცინა და ასევე ვუგულებელვჰყობთ მსოფლიოს ათეულობით წამყვან ქვეყნებს სადაც ჩვეულებრივ გრძელდება ვაქცინაცია ათეულ მილიონბით მოსახლეზე.
- შემოიტანეს ფაიზერი - რომლსაც ჯერჯერობით წუნი ვერ დასდეს - მაინც არ ვიცრებთ (და მიზეზს ველოდები სოციალურ მედიაში და ჯერ ვერ ვიპოვე). ამ ფაიზერით აიცრა ზუსტად უკვე ისრაელის დიდი უმეტესობა, და ქვეყანა გაიხსნა, ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ პრაქტიკულად“, - წერს დავით მრელაშვილი.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი
საქართველომ ტრაილერების გატარებით რეკორდული შემოსავალი მიიღო
"ვფიქრობ, ქარხნებიც გადმოვა საქართველოში" - ოსმან ჩალიშქან-მჟავანაძე დიაგონალური კუმულაციის მოსალოდნელ შედეგებზე
რა ნიშნულს შეინარჩუნებს ლარი? - პაპავას პროგნოზი
საქართველო ერთიანი ევრო გადახდის სივრცეში გეგმავს გაწევრიანებას - პრემიერი
თბილისის მოსახლეობის ნაწილს წყალმომარაგება 34 საათით შეუწყდება