მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილური ინტერნეტის მოხმარება 51%-ით გაიზარდა

62690c3ab2b62
BM.GE
27.04.22 13:40
1068
მობილური ინტერნეტის მოხმარება მაღალი ტემპებით იზრდება. იანვარ-თებერვალში აბონენტებმა სულ 62,733 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია.

ამჟამად, მობილურ ინტერნეტს სულ 3.2 მილიონი აბონენტი იყენებს, რაც წინა წელთან შედარებით 356,000 აბონენტით მეტია.

რაც შეეხება მთლიანად მობილური სერვისის სექტორს, 2022 წლის პირველ ორ თვეში ოპერატორებმა 92.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 18.7%-ით მეტია.

ცალკეული ოპერატორების მიხედვით, შემოსავლები ასე ნაწილდება:

● მაგთიკომი - 45,082,107 მატება წინა წელთან 24%
● სილქნეტი - 31,262,521 მატება წინა წელთან 14%
● ვიონი საქართველო - 16,168,361 მატება წინა წელთან 13.5%

აბონენტების რაოდენობითაც პირველ ადგილზე მაგთია და ის ბაზრის 42%-ს იკავებს, სილქნეტზე ბაზრის 33% მოდის, ხოლო ვიონზე 25%.