15.აგვისტო .2019 10:15

მობილური ოპერატორების შემოსავლები - „ბილაინის“ წილი გაიზარდა, „მაგთისა“ და „სილქნეტის“ - შემცირდა

views 206
უკან

საქართველოში მოქმედი მობილური ოპერატორების შემოსავლები იზრდება. 2019 წლის პირველ ნახევარში სექტორის საცალო შემოსავლებმა 234 138 179 ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდზე დაახლოებით, 5 მილიონი ლარით მეტია. წლის პირველ ნახევარში 2018 წელს მობილური ოპერატორების მიერ მიღებული შემოსავალი 229 272 037 ლარს შეადგენდა.

მეორე კვარტალში მობილური ოპერატორების ბაზარზე მდგომარეობა მცირედით შეიცვალა: შემოსავლებში „ბილაინის“ წილი გაიზარდა, დანარჩენი ოპერატორების კი, შემცირდა. ამის მიუხედავად, ყველაზე შემოსავლიან კომპანიად ისევ „მაგთიკომი“ რჩება.

მობილური ოპერატორების შემოსავლებში კომპანიების წილები (2019, II კვ.)

"მაგთიკომი" - 46.1% (0.8% კლება)
"სილქნეტი" - 35,5% (1.8 % კლება)
"ვიონი საქართველო" - 18.3 % (2.6% ზრდა)

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა