მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მობილურმა ოპერატორებმა 2022 წელი შემოსავლების ზრდით დაიწყეს

62690f3f30b4b
შოთა ტყეშელაშვილი
27.04.22 20:05
847
საქართველოში მოქმედმა მობილურმა ოპერატორებმა 2022 წელი შემოსავლების ზრდით დაიწყეს. კომუნიკაციების კომისიისთვის წარდგენილი ანგარიშიდან ირკვევა, რომ კომპანიებმა 2022 წლის პირველ ორ თვეში ყველა სახის მომსახურებისთვის, რაც მოიცავს მთლიანად მობილური სერვისის სექტორს, 92.5 მილიონი ლარის შემოსავალი მიიღეს, რაც წინა წელთან შედარებით 18.7%-ით მეტია.

ოპერატორების მიხედვით, შემოსავლები ასე ნაწილდება:

● მაგთიკომი - 45,082,107 მატება წინა წელთან 24%
● სილქნეტი - 31,262,521 მატება წინა წელთან 14%
● ვიონი საქართველო - 16,168,361 მატება წინა წელთან 13.5%.

აბონენტების რაოდენობითაც პირველ ადგილზე მაგთია და ის 2.17 მილიონი აბონენტით, ბაზრის 42%-ს იკავებს, "სილქნეტზე" ბაზრის 33% მოდის, ხოლო "ვიონზე" - 25%.

კომუნიკაციების კომისიის მონაცემებით, ყველაზე მეტს საშუალოდ "მაგთის" აბონენტები იხდიან მობილურ კავშირგაბმულობაში, ყველაზე ნაკლებს კი - "ბილაინის" აბონენტები.

ერთი აბონენტიდან საშუალოდ მიღებული შემოსავლები ასე ნაწილდება:

მაგთი - 10.3 ლარი;
სილქნეტი - 8.82 ლარი;
ვიონი - 6.10 ლარი.

ინტერნეტის მოხმარება მაღალი ტემპებით იზრდება. იანვარ-თებერვალში აბონენტებმა სულ 62,733 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, წინა წელთან შედარებით 51%-ით მეტია.

ამჟამად, მობილურ ინტერნეტს სულ 3.2 მილიონი აბონენტი იყენებს, რაც წინა წელთან შედარებით 356,000 აბონენტით მეტია.