მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ვისგან ყიდულობს საავიაციო ნავთს საქართველო - 5 თვის სტატისტიკა

5ef1b340c28d4
ვიქტორია მღებრიშვილი
23.06.20 14:05
1952
2020 წლის იანვარ-მაისში საავიაციო ნავთის იმპორტი 47.9%-ით შემცირდა და 22.4 ათასი ტონა შეადგინა - ამის შესახებ ინფორმაციას ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირი ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის მაისში აპრილთან შედარებით აღნიშნული პროდუქტის იმპორტი 200%-ით გაიზარდა.

„2020 წლის მაისში საქართველოში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 3.0 ათასი ტონა, რაც 2 ათასი ტონით ანუ 200%-ით აღემატება აპრილის მაჩვენებელს (1.0 ათასი ტონა) და 9.0 ათასი ტონით ანუ 75.0%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (12.0 ათასი ტონა) შედარებით.

მიმდინარე წლის იანვარ-მაისის თვეების განმავლობაში საავიაციო ნავთის იმპორტმა შეადგინა 22.4 ათასი ტონა, რაც 20.5 ათასი ტონით ანუ 47.9%-ით ნაკლებია გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან (42.9 ათასი ტონა) შედარებით“, - ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.

რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ინფორმაციით მაისში საავიაციო ნავთი მხოლოდ ორი ქვეყნიდან შევიძინეთ:

• თურქმენეთიდან - 2.7 ათასი ტონა, იმპორტის 90%;
• თურქეთიდან - 0.3 ათასი ტონა, იმპორტის 10%;

ხოლო იანვარ-მაისში იმპორტიორი ქვეყნები იყვნენ:

• თურქმენეთი - 17.3 ათასი ტონა, წილი მთლიან იმპორტში - 77.2%;
• თურქეთიდან - 2.9 ათასი ტონა, 12.9%;
• რუმინეთი - 2.2 ათასი ტონა, 9.8%;
• ეგვიპტე - 0.03 ათასი ტონა, 0.1%.