27.აგვისტო .2020 11:55

Moderna: ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, ვაქცინა ყველა ასაკობრივ ჯგუფზე მუშაობს

views 1104
უკან

ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ ამჟამინდელ მონაცემებზე დაყრდნობით, კომპანიის მიერ შექმნილი ვაქცინა უსაფრთხოა, ყველა ასაკობრივ ჯგუფე მუშაობს და აყალიბებს იმუნურ რეაქცის. ამის შესახებ CNN წერს.

გამოცემის მიხედვით, ვაქცინის საცდელი ვერსია მოხალისეთა 18-71 წლამდე ასაკობრივ ჯგუფზე მოისინჯა და მხოლოდ უმნიშვნელო გვერდითი ეფექტები აჩვენა. მოხალისეებს ვაქცინის 100-მილიგრამიანი დოზა 28 დღის წინ გაუკეთდათ.

დაკვირვებებმა ცხადყო, რომ ანტისხეულები, რომლებიც ვირუსის აქტიურობას თრგუნავენ ყველა მოხალისის ორგანიზმში იქნა აღმოჩენილი და ყველა მათგანთან იგივე საპასუხო იმუნური რეაქცია წარმოქმნა.

„ეს კარგი ნიშანია, რადგან ასაკოვან ხალხს ვაქცინებზე სუსტი რეაქცია აქვთ“, - აღნიშნავენ კომპანიაში.

საცდელი ვაქცინის ყველაზე გავრცელებული გვერდითი ეფექტები იყო დაღლილობა, შემცივნება, თავის ტკივილი და მიალგია, რომელიც, დაახლოებით, 2 დღეში ქრება.