მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moderna-ს კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა ტესტირების ბოლო ეტაპს გადის

5f1ecc415bc32
ნათია თაქთაქიშვილი
27.07.20 22:00
2910
COVID-19-ის საწინააღმდეგო ექსპერიმენტალური ვაქცინა, რომელზეც აშშ-ს ეროვნული ჯანდაცვის ინსტიტუტი და ფარმაცევტული კომპანია Moderna მუშაობს, 30,000 მოხალისეზე ტესტირების ბოლო ეტაპს გადის. ამის შესახებ apnews-ი წერს.

გამოცემის მიხედვით, ამ ეტაპზე ეს არ ნიშნავს, რომ აღნიშნული ვაქცინა ბოლომდე იცავს ადამიანს კორონავირუსით ინფიცირებისგან.

ვაქცინის ტესტირების ბოლო ეტაპი შემდეგი პრინციპით ტარდება, მოხალისეების ნაწილს უკეთდება ცრუ ვაქცინა, ხოლო მეორე ნახევარს ნამდვილი ვაქცინა, ისე რომ მოხალისეები ამის შესახებ ინფორმირებულები არ არიან. ამის შემდეგ ისინი ცხოვრების ჩვეულ რითმს უბრუნდებიან, და ყოფნა უწევთ ისეთ ადგილებში სადაც ვირუსის გავრცელება მაღალია.

აშშ-ის წამყვანი ეპიდემიოლოგის ენტონი ფაუჩის განცხადებით, აშშ-ში ამჟამად ძალიან ბევრი ადგილია ისეთი სადაც კორონავირუსით დაინფიცირების რისკი დიდია, მეცნიერები კი დააკვირდებიან რომელი ჯგუფის რამდენი მოხალისის დაინფიცირება მოხდება ვირუსით.

როგორც Moderna-ს წარმომადგენელი სტეფენ ჰოუგი აცხადებს, ისინი ოპტიმისტურად არიან განწყობილი ვაქცინის გამოცდის მესამე ეტაპთან დაკავშირებითაც. აღსანიშნავია, რომ ფარმაცევტულმა კომპანიამ ვაქცინის გამოცდა მარტის თვიდან დაიწყო და მასში საკმაოდ ცოტა მოხალისე მონაწილეობდა.