მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

Moderna-ს ვაქცინამ თინეიჯერებში 96%-იანი ეფექტიანობა აჩვენა

6093eff07867b
ნათია თაქთაქიშვილი
06.05.21 21:22
730
ფარმაცევტული კომპანია Moderna აცხადებს, რომ ბოლო კლინიკური კვლევების წინასწარი მონაცემებით, მათმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინამ აჩვენა 12-იდან 17 წლამდე მოზარდებში 96%-იანი ეფექტიანობა. ამის შესახებ ინფორმაციას CNBC-ი ავრცელებს.

ფარმაცევტული კომპანიის განცხადებით, აღნიშნულ კვლევაში მონაწილეობა 3,000-მდე მოზარდმა მიიღო და შედეგები დამაკმაყოფილებელია. Moderna აღნიშნავს, რომ აცრილ მოზარდებს სერიოზული გვერდითი მოვლენები არ გამოუვლინდათ.

CNBC წერს, რომ აშშ-ს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების მიხედვით Moderna-მ ქვეყანას 300 მილიონი დოზა ვაქცინა კიდევ უნდა მიაწოდოს, რაც დაახლოებით 150 მილიონი ადამიანის ვაქცინაციისთვის საკმარისია.

შეგახსენებთ, Pfizer-ის შემდეგ Moderna-ს მიერ შექმნილი კოვიდ-ვაქცინა იყო მეორე, რომელმაც აშშ-ში ავტორიზაცია მოიპოვა.