23.იანვარი .2021 20:27

Moderna-ს ვაქცინის ერთი დოზა $25-დან იწყება, Pfizer-ის $18-დან

Moderna-ს ვაქცინის ერთი დოზა $25-დან იწყება, Pfizer-ის $18-დან
views 700
უკან

საქართველოს მთავრობამ ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგია გამოაქვეყნა. დოკუმენტში საუბარია, რომ მთავრობა განიხილავს 4 განსხვავებულ სცენარს იმისთვის, რათა წლის ბოლომდე მოსახლეობის 60%-ის აცრა მოხდეს. სცენარები მოიცავს სხვადასხვა მწარმოებლის ვაქცინის შესყიდვის და მოსახლეობის 60%-ისთვის (1.7 მლნ მოქალაქისთვის) მათი განაწილების პროცედურებს. ჯანდაცვის სამინისტროს შეფასებით, ვაქცინაციის კამპანია 64-დან 158 მილიონ ლარამდე დაჯდება - თითქმის 100 მილიონიანი სხვაობა განპირობებულია იმით, რომ დღეისთვის მკაფიოდ განსაზღვრული არ არის, საბოლოოდ მასშტაბური ვაქცინაცია რომელი მწარმოებლების ვაქცინებით მოხდება. დოკუმენტში საუბარია იმ სავარაუდო ფასებზეც, რაც თითოეული ვაქცინის ერთ დოზას აქვს:

1) AstraZeneca - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $3-დან $7.5 მდე მერყეობს;
2) Pfizer/BioNtech - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $18.34-დან $19.50 მდე მერყეობს;
3) Moderna - შესასყიდი ფასი ერთ დოზაზე $25-დან $34.50 მდე მერყეობს.

4 სცენარი, რომელსაც ვაქცინაციის ეროვნული სტრატეგია ითვალისწინებს



1. სცენარი : ქვეყანაში შემოდის Pfizer/BioNTech ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს ვაქცინის 1,484,400 დოზა და დამატებით ქვეყანას კიდევ შემოაქვს ვაქცინის დოზების ის რაოდენობა, რაც >18 წლის ასაკის ზემოთ მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი; ანუ სულ ქვეყანაში შემოდის 3,979,327 დოზა ვაქცინა.
2. სცენარი: ქვეყანას შემოაქვს Moderna-ს ვაქცინის 200,000 დოზა, COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით ვაქცინის დოზების ის რაოდენობა რაც მოზრდილი მოსახლეობის 60%-იანი მოცვისთვის არის აუცილებელი (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).
3. სცენარი: ქვეყანაში შემოდის ნებისმიერი 2-80 ტემპერატურული რეჟიმის ვაქცინის 200,000 დოზა , COVAX პლატფორმიდან AstraZeneca-ს 1,484,400 დოზა და დამატებით სხვა წყაროებიდან კიდევ AstraZeneca-ს ვაქცინა (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).
4. სცენარი: ქვეყანაში შემოდის მხოლოდ AstraZeneca-ს ვაქცინა მთლიანად ყველა პრიორიტეტული ჯგუფის და მოსახლეობის დამატებითი ჯგუფების მოსაცავად (სულ 3,979,327 დოზა ვაქცინა).

მოზრდილი მოსახლეობის 60%-ის მოსაცავად და ვაქცინების დანაკარგის გათვალისწინებით, სულ საჭიროა 3,979,327 დოზა (ერთი მოქალაქე 2 დოზას იკეთებს). დღეის მდგომარეობით, საქართველოს COVAX-ის პლატფორმიდან 2021 წლისთვის გარანტირებული აქვს 1,484,400 ვაქცინის დოზა, მიუხედავად ამისა, ფინანსური რესურსი დაითვალა 3,979,327 დოზა ვაქცინისთვის, იმ დაშვებით, რომ ქვეყანა შეძლებს დამატებით 2,494,927 დოზის შემოტანას ალტერნატიული წყაროებიდან.

ვის ჩაუტარდება ვაქცინაცია:

•ჯანდაცვის სექტორის მუშაკები - სამიზნე - 71 415, მოცვა - 60%, მოცვა - 46 420;
•ხანგრძლივი მოვლის დაწესებულებების ბენეფიცირები და პერსონალი - 2 600, 60%, 1 560;
•>75 ასაკის პირები - 226 800, 60%, 136 080;
•65-74 ასაკის პირები - 329 183, 60%, 197 510;
•ესენციური (ძირითადი) სერვისების მიმწოდებლები - 180 373, 60%, 108 224;
•55-64 წლის ასაკის პირები - 478 400, 60%, 287 040;
•18-54 ქრონიკური დაავადების მქონე პირები - 89 400, 60%, 53 640;

მოსახლეობის სხვა ჯგუფები: 1 434 567, მოცვა 60%, 860 740 პირი.
სულ ჯამში - 1 691 214 პირი. 

მოსახლეობის 60%-ის მოცვისთვის საჭირო ფინანსური რესურსი ასეთია:

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა