მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

WB-ის მიერ გამოყოფილი თანხით საჭირო აღჭურვილობის შეძენა 40%-45%-ით განხორციელდა - ტიკარაძე

5fc4d38eaf7d9
ვიქტორია მღებრიშვილი
30.11.20 21:00
726
მსოფლიო ბანკის მიერ გამოყოფილი თანხით კოვიდის მართვისთვის საჭირო აღჭურვილობის შეძენა 40%-45%-ით განხორციელდა - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა, რომელიც მსოფლიო ბანკიდან საქართველოს მიერ ჯანდაცვის სისტემისთვის მიზნობრივად ნასესხებ 80 მლნ ლარის წარმართვას ეხებოდა.

ჯანდაცვის მინისტრმა აღნიშნა, რომ სხვადასხვა დანადგარებისა თუ აღჭურვილობის შეძენაზე გადაწყვეტილება საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შედეგად მიიღება.

„სასწრაფო დახმარებისთვის მოპედები არ არის შეძენილი ამ ეტაპისთვის, თუმცა ყველა პროექტი, რომელიც ახლა მიმდინარეობს შეთანხმებულია მსოფლიო ბანკთან. იქ განიხილება საჭიროებები და ის რაციონალური წინადადებები, რომელიც ორიენტირებულია კოვიდის მართვასთან მიმართებაში. მხოლოდ მსოფლიო ბანკთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან კონსულტაციების შემდეგ მიიღება კონკრეტული გადაწყვეტილებები. რაც შეეხება შეძენებს - 40%-45%-მდე განხორცილებულია, დანარჩენი მიმდინარე პროცესია, რომელიც ჯერ კიდევ გრძელდება“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ სწორედ ამ დაფინანსებით უწყებამ 900 ჟანგბადის კონცენტრატორი შეიძინა, რომლითაც კოვიდ-სასტუმროები აღიჭურვება.

„4 დეკემბერს სასტუმროები დამატებითი 900 ჟანგბადის კონცენტრატორით აღიჭურვება. მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპონენტიც მსოფლიო ბანკთან და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციასთან იყო შეთახმებული. მათ მიერ იყო რეკომენდებული, რომელი ჟანგბადის ბალონები უნდა გამოვიყენოთ კოვიდის მართვისას და შესაძლოა საავადმყოფოებშიც თერაპიული საწოლებისთვის მსგავსი კონცენტრატორები განვათავსოთ“, - თქვა მინისტრმა.