მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოდის ინდუსტრიას სახელმწიფოს მხარდაჭერა სჭირდება - სოფო ჭყონია

61ab767604bd6
მარიამ ვარადაშვილი
04.12.21 18:09
861
Mercedes-Benz Fashion Week Tbilisi-ს დამფუძნებელი სოფო ჭყონია აცხადებს, რომ დღეს საქართველოში მოდა, როგორც ინდუსტრია
არ არსებობს. როგორც BMGDrive-ში მან აღნიშნა, მოდა შეიძლება ქართული ეკონომიკის ერთ-ერთი ძლიერი შემადგენელი ნაწილი იყოს, თუმცა ამ სფეროს სჭირდება მხარდაჭერა და ინვესტიციები.

“ამასთან ტურიზმიც ძალიან მჭირდრო კავშირშია, რადგან მოდის კვირეულის დროს საწყის პერიოდში ძალიან ბევრ სტუმარს ვპატიჟებდით, იქნებოდა ეს “ბაიერი” თუ პრესის წარმომადგენლი. შემდეგ უკვე გაჩნდა ისეთი ტენდენცია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სხვადასხვა ქვეყნიდან უბრალოდ დასასწრებად ჩამოდიოდა. პარიზში ხდება ხოლმე ასე, რომ მოდის კვირეულის პერიოდში ვერცერთ სასტუმროში ადგილს ვერ ნახავ. მიუხედავად იმისა, რომ ის ხალხი ვერცერთ ჩვენებას ვერ ესწრება, რადგან ამის საშუალება უბრალოდ არ აქვთ. იმ დროს პარისზში ყოფნა მაინც ყველას უნდა. ჩვენთანაც იწყებოდა ასეთი მიმართულება, ასევ ვთქვათ “მოდის ტურიზმი”. ჩამოდიოდნენ, რომ ენახათ დიზაინერები, გვწერდნენ, რომ იქნებ მოსაწვევი მოგვცეთ. როცა ვნახულობდით რომელი ქვეყნებიდან იყვნენ ეს ადამიანები, ზოგჯერ მიკვირდა, თუ საიდან გაიგეს რომ ვარსებობთ”,-აცხადებს ჭყონია.

მოდის ინდუსტრიის განვითარებაში სახელმწიფოს როლზე საუბრისას ის აღნიშნავს, რომ მნიშვნელოვანი იქნება ამ სფეროს საგადასახადო შეღავათები ჰქონდეს. მაგალითისთვის ჭყონია პარიზისა და მილანის მოდის კვირეულებს ასახელებს, რომელშიც სახელმწიფოს მხარდაჭერას დიდი წვლილი აქვს.

"იგივე კულტურის სამინისტროს მხარდაჭერაა აუცილებელი, რადგან მოდის კვირეული როცა არის ქვეყანაში, ეს ნიშნავს, რომ აქ არის სტაბილურობა, ეკონომიკა სწორი მიმართულებით მიდის, ქვეყანაში არსებობენ დიზაინერები და ეს დიზაინერები მარტო ხომ არ მუშაოებენ, ისინი ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებენ",-ამბობს ჭყონია. 

კითხვაზე, რა აფერხებს არა მხოლოდ მოდის ინდუსტრიის, არამედ ქვეყნის განვითარებას, ჭყონია ამის ერთ-ერთ მიზეზად საზოგადოებას ასახელებს, რომელიც ცვლილებებისთვის, სიახლეებისთვის ღია არ არის.

“ბევრი ფაქტორია, რაც განვითარებას აფერხებს და პირველი ალბათ ჩვენ, ქართველები თავად ვაფერხებთ ჩვენს განვითარებას. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ბევრი კარგი თვისება გვაქვს, ამავდროულად ნეგატიური თვისებებიც გვაქვს, რომელიც განვითარებაში გვიშლის ხელს. ეს არ ვიცი რისი ბრალია, მაგრამ ალბათ ჩვენი მძიმე წარსულის. ამ წარსულისგან ძალიან რთულად გამოვდივართ, სიახლის შიში გაქვს. გვირჩევნია ძველ ცუდში ვიყოთ, ვიდრე გავრისკოთ და რაღაც ახალში აღმოვჩნდეთ. ბევრი ფაქტორია, რომელიც განვითარებას უშლის ხელს. ქვეყანას ხომ ავითარებენ ადამიანები, რომლებიც ამ ქვეყანაში ცხოვრობენ და ის თავისით ვერ განვითარდება. ჩვენ ვაფერხებთ”,-ამბობს ჭყონია.