არასამთავრობო ორგანიზაცია "მოძრაობა მომავლისთვის" და პოლიტიკური გაერთიანება "ლელო საქართველოსთვის" წევრებმა გორის წითელი ჯვრის ოფისს ჰუმანიტარულ ტვირთი გადასცეს, რომელიც შიდა ქართლში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ მოსახლეობისთვისაა განკუთვნილი.
ორგანიზაციისა და გაერთიანების წარმომადგენელთა განმარტებით, კონფლიქტის ზონის სოფლებში სასურსათო პროდუქტი და პირველადი საჭიროების ნივთები მოსახლეობას დაურიგდება.
"ორგანიზაცია „მოძრაობა მომავლისთვის“ სხვადასხვა ორგანიზაციის მხარდაჭერით ახორციელებს სოციალური ხასიათის ღონისძიებებს, რომელიც ჩვენი მოქალაქეების დახმარებას გულისხმობს. ჩვენ უკვე ვიყავით საოკუპაციო ხაზთან, ენგურის ხიდზე, დავეხმარეთ ჩვენს მოქალაქეებს თბილისსა და რეგიონებში. დღეს წითელი ჯვრის დახმარებით ცხინვალის რეგიონში შევაგზავნეთ სასურსათო პროდუქტი და პირველადი საჭიროების ნივთები ჩვენი მოქალაქეებისთვის, რომელთაც ამ რთულ პერიოდში ყველაზე მეტად სჭირდებათ მხარდაჭერა.
მამუკა ხაზარაძის აქტიური მხარდაჭერითა და სხვა ორგანიზაციების დახმარებით ხორციელდება სოციალური კამპანია. ამიტომ, მადლობა მათ და ყველას, ვინც გააგრძელებს ამ ესტაფეტას“, - განაცხადა თეონა დოლენჯაშვილმა.
’’მოძრაობა მომავლისთვის“ განაგრძობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის დახმარებას, „ლელო საქართველოსთვის“ მოხალისეებისა და სხვა ორგანიზაციების მხარდაჭერით. დღეს წითელი ჯვრის გორის ოფისის დახმარებით დაახლოებით 80 ოჯახს გადაეცემა სურსათი და პირველადი საჭიროების ნივთები. სოციალური ხასიათის კამპანია მოიცავს შიდა ქართლის საოკუპაციო ზოლში მცხოვრებ სოციალურად დაუცველ, მრავალშვილიან ოჯახებს და მოხუცებს. აღნიშნული კამპანია გაგრძელდება სხვა ოჯახების დასახმარებლად’’, - განაცხადა გიორგი კანაშვილმა.
NS
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი