24.აგვისტო .2020 13:22

„მოეშვა მოსახლეობა“ - ამირან გამყრელიძე მოქალაქეებს მიმართავს

views 2483
უკან

დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის შეფასებით, ქვეყანაში ეპიდსიტუაცია სრულიად მართვადი და კონტროლირებადი, მაგრამ მიუხედავად ამისა, „არ უნდა მივეცეთ დამშვიდებას, რადგან რეგიონსა და მთლიანად მსოფლიოში სიტუაცია არასახარბიელოა.

ამირან გამყრელიძე ვიდეო მიმართვაში კიდევ ერთხელ მოუწოდებს მოქალაქეებს, დაიცვან ყველა არსებული რეკომენდაცია და მოერიდონ თავშეყრის ადგილებს.

„ჩვენთან შეზღუდვები სრულად, მოხსნილია; უფრო ინტენსიურია მოძრაობა უცხოეთის ქვეყნებთან, ასევე, შიდა მობილობა გაზრდილია და ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ინფექციის გავრცელების მომატებულ რისკს წარმოადგენს, რადგან ვირუსი ცირკულირებს ქვეყანაში, ამიტომ ყველა რეკომენდაცია დასაცავია.

მოეშვა მოსახლეობა და, პირველ რიგში, ძალიან გთხოვთ ყველას - პირბადე უნდა ვატაროთ დახურულ შენობებში, ასევე, სასურველია ის ვატაროთ მაშინაც, როცა გარეთ ვართ და ირგვლივ რამდენიმე ათეული ადამიანია. ძალიან ბევრ ქვეყანაში ეს აუცილებელია. მეორე - 1-1.5 მეტრიანი დისტანციის დაცვა აუცილებელია, ყველაზე კარგია თუ დისტანცია 2 მეტრი იქნება.

ასევე, ხელების დაბანა და ზოგადად, პირადი და საზოგადოებრივი ჰიგიენის დაცვა, რომელიც ძირითადად დაცულია ყველგან, მაგრამ თუ სულ არ შევახსენეთ მოქალაქეებს, მივიწყებას მიეცემა. მაგალითად, თავდაპირველდ ყველა ატარებდა პირბდეს საზოგადოებრივ ტრანსპორტში, მიკროავტობუსში, დღეს კი, სამწუხაროდ, მივივიწყეთ და ეს არ შეიძლება, რადგან კოვიდი არსად გამქრალა, ის ჩვენთან ერთად არის და არ უნდა მივცეთ საშუალება, რომ ერთეული შემთხვევები ეპიდემიაში გადაიზარდოს“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა