ფინანსთა მინისტრის პირველი მოადგილის განცხადებით, 2023 წელს მოგების გადასახადის ესტონური მოდელი ბანკებს არ შეეხებათ. ამის შესახებ გიორგი კაკაურიძემ BM.GE-ს კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
„2023 წლის ბიუჯეტი საფინანსო სექტორის ესტონურ მოდელზე გადასვლას არ ითვალისწინებს. 400-500 მილიონი ლარი ან უფრო მეტი საფინანსო სექტორში ვერ დარჩება და ეს მოცემულობა ვერ შეიცვლება“, - განაცხადა კაკაურიძემ.
ინფორმაციისთვის: მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა, ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირდება. აღსანიშნია, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. ნოემბრის დასაწყისში საქართველოს საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა იმედი გამოთქვა, რომ ესტონური მოდელი ბანკებზე 2023 წლიდან გავრცელდებოდა, თუმცა იქვე დასძინა, რომ განცხადებებიდან გამომდინარე ჩანდა რომ მთავრობა მის ამოქმედებას გადაავადებდა.
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი კოვზანაძე კი Bm.ge-სთან აცხადებდა, რომ "ამ საკითხზე მსჯელობა გაგრძელდებოდა“.
ცნობისთვის: საქართველოში მოქმედმა კომერციულმა ბანკებმა 2022 წლის 9 თვეში სულ 1.53 მილიარდი ლარის წმინდა მოგება გამოიმუშავეს. როგორც ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული ინფორმაციიდან ირკვევა, ფინანსურმა ორგანიზაციებმა ამ თანხიდან 246 მილიონი ლარის მოგების გადასახადი გადაიხადეს. ეს თანხა წინა წელთან შედარებით 28%-ით ანუ 53 მილიონი ლარით მეტია.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი