21.მარტი.2016 15:20
ბიზნესი, EU Georgia

მოგების გადასახადის რეფორმის საკითხზე, ხვალ ფინანსთა სამინისტრო ბიზნეს ასოციაციებს შეხვდება

მოგების გადასახადის რეფორმის საკითხზე, ხვალ ფინანსთა სამინისტრო ბიზნეს ასოციაციებს შეხვდება
მოგების გადასახადის რეფორმის საკითხზე ხვალ ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენლები ბიზნეს ასოციაციებს შეხვდებიან. ამის შესახებ "ბიზნესკონტაქტს" ფინანსთა მინისტრის მოადგილე ლაშა ხუციშვილმა განუცხადა. იგი ბიზნეს ასოციაციის განცხადებას გამოეხმაურა, რომლის თანახმად კერძო სექტორი მოგების გადასახადის ახალი სისტემის ამოქმედებას 2017 წლიდან ითხოვს.
 
"მოგების გადასახადის საგადასახადო რეფორმის განხორციელების მთავარი მიზანი ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ტემპის დაჩქარება და ბიზნესის განვითარებისთვის მეტი შესაძლებლობების გაჩენაა, რამაც თავის მხრივ, ქვეყანაში გამოიწვიოს დამატებითი სამუშაო ადგილების შექმნა უნდა გამოიწვიოს. ჩვენ ბუნებრივია, გავეცანით ბიზნესის მხრიდან დღეს გავრცელებულ მიმართვას და იმის გათვალისწინებით, რომ ძალიან მნიშვნელოვანია რეფორმის გარდამავალ ეტაპზე რაიმე სახის სირთულეები არ შეექმნას ბიზნესს, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ხვალვე, კიდევ ერთხელ შევხვდეთ ბიზნესის წარმომადგენლებს და მათთან ერთად მივიღოთ საბოლოო გადაწყვეტილება ამოქმედების ვადებთან დაკავშირებით", - განაცხადა ხუციშვილმა.

საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ მოგების გადასახადის ახალი სისტემის 2017 წლიდან ამოქმედების შესახებ მოთხოვნით პრემიერ-მინისტრს მიმართა. როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მოგების გადასახადის რეფორმა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისა და ბიზნესგარემოს გაუმჯობესების მიზნებისათვის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია.

"ეს გახლავთ რევოლუციური ცვლილება საგადასახადო კანონმდებლობაში, რაც ხელს შეუწყობს ბიზნესგარემოს მიმზიდველობის ზრდას და სულ უფრო მეტ ადგილობრივ და უცხოელ ბიზნესმენს მისცემს დამატებით მოტივაციას ჩვენს ქვეყანაში ინვესტიციების განსახორციელებლად.

ამასთანავე, რეფორმის მნიშვნელობის და სირთულის გათვალისწინებით, უმჯობესი იქნება თუ საგადასახადო კანონმდებლობაში დაგეგმილი ცვლილებები ამოქმედდება 2017 წლის 1 იანვრიდან", - აცხადებენ საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში.

მათივე ინფორმაციით, რეფორმის ნაჩქარევი განხორციელება, საქართველოს ბიზნეს ასოციაციის შეფასებით, გამოიწვევს გარკვეულ ბუნდოვანებებს და გაუგებრობებს, დამატებით დანახარჯებს და ბიზნესის მოუმზადებლობით გამოწვეულ საგადასახადო რისკებს.

"საგადასახადო ადმინისტრირების განმახორციელებელ ორგანოებს ერთის მხრივ და მეორე მხრივ ბიზნესს, აუცილებლად დასჭირდებათ გარკვეული დრო ცვლილებებთან ადაპტაციისათვის. იმ ფონზე, როდესაც შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების განხილვა ჯერ კიდევ არ დაუწყია საკანონმდებლო ორგანოს, ამ ცვლილებების ნაჩქარევად, ამა წლის პირველი ივლისიდან ამოქმედება, გაზრდის ადმინისტრირების თანმხლებ რისკებს, მინიმუმამდე შეამცირებს პოტენციური ხარვეზების დროული აღმოფხვრის შესაძლებლობას და შესაძლოა ამ გზით გამოიწვიოს ამ უმნიშვნელოვანესი რეფორმის იდეის ერთგვარი დისკრედიტაცია, რაც დაუშვებლად მიგვაჩნია", - განმარტავენ ბიზნეს ასოციაციაში.
ავტორი: დავით ჯალაღონია

12.აპრილი.2019 19:45
348

პოლიეთილენის მწარმოებელი დანადგარისთვის აღებული სესხი – პარკი აიკრძალა, სესხი დარჩა

ვრცლად
03.აპრილი.2019 09:00
1004

"კუმისის" დამფუძნებელმა მთავრობის წინააღმდეგ საკონსტიტუციო სარჩელი მოამზადა

ვრცლად
02.აპრილი.2019 22:05
392

"კუმისის" დამფუძნებელი: ჩვენი ხელისუფლების წარმომადგენლებს ბავშვობაში კვერცხის ჭამას აძალებდნენ

ვრცლად
02.აპრილი.2019 21:20
1104

პარიზში ქართველი ქალი მეღვინეების ღვინოების დეგუსტაცია გაიმართა

ვრცლად
30.მარტი.2019 17:50
265

ბეჟან წაქაძე: ყველა სამშენებლო პროექტს ფინანსური უზრუნველყოფის ცნობა უნდა ჰქონდეს

ვრცლად
30.მარტი.2019 11:45
3865

სასტუმრო "ქვევრი" - კახეთში განსხვავებული კონცეფციის სასტუმრო შენდება

ვრცლად