18.აგვისტო .2020 23:30

მოგების გადასახადით დაბეგვრასთან დაკავშირებით საგადასახადო კოდექსში ცვლილებებია

views 2188
უკან

საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა, რომლის თანახმადაც მოგების გადასახადით აღარ იბეგრება უსასყიდლოდ საქონლის მიწოდება, მომსახურების გაწევა ან/და ფულადი სახსრების გადაცემა იმ პირისთვის, რომელიც მოგების გადასახადით ახალი „ესტონური“ მოდელით იბეგრება.

გარდა ამისა, ივლისში განხორციელებული ცვლილებების თანახმად, დაზუსტდა საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების 50 პროცენტის გაუქმების საკითხი და განისაზღვრა, რომ საგადასახადო შემოწმების შედეგად დარიცხული ჯარიმების თანხების 50 პროცენტი უქმდება, თუ გადასახადის გადამხდელს ამ საგადასახადო შემოწმების შედეგად გამოცემული საგადასახადო მოთხოვნის ჩაბარებიდან 30 დღის ვადაში ბიუჯეტში სრულად აქვს გადახდილი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული გადასახადების, აგრეთვე ჯარიმების 50 პროცენტის ტოლფასი თანხა და პირის მიერ ამავე ვადაში აღიარებულია შესაბამისი საგადასახადო მოთხოვნით გათვალისწინებული თანხა.

შეგახსენებთ, შესაბამისი ცვლილებები საქართველოს საგადასახადო კოდექსში გასულ თვეს ამოქმედდა.

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა