"დღეს სადაზღვევო ინდუსტრია არის განვითარებადი დარგი და ძალიან მიხარია, რომ სახელმწიფომ ის ჯამური ფინანსური სექტორიდან გამიჯნა", - ამის შესახებ სადაზღვევო კომპანია „ალდაგის“ გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა „საქმიანი დილის“ ეთერში მოგების გადასახადის ე.წ. ესტონურ მოდელზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, კარგია, რომ მთავრობა თავად ამბობს, რომ სადაზღვევო ინდუსტრია განვითარებადი დარგია.
„წელს ძალიან მნიშვნელოვანი მიღწევა იყო მოგების რეინვესტირება. ვფიქრობ, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ინდუსტრიის განვითარებისთვის. ვიცით, რომ [ესტონური მოდელი] 2022 წლის ბოლოს უნდა ამოქმედებულიყო მთლიან ფინანსურ სექტორზე, თუმცა გაიმიჯნა და ჩვენთვის შესანიშნავი თემაა ესტონური მოდელის შინაარსი, რომ ბიზნესის სტიმულირება მოხდეს. დღეს კი სადაზღვევო ინდუსტრია განვითარებადი დარგია და მიხარია, რომ სახელმწიფომ ჯამური ფინანსური სექტორიდან ამის გამიჯვნა მოახდინა. მოგების რეინვესტირების მოდელის შენარჩუნება ინდუსტრიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ეს გადაწყვეტილება იყო ერთ-ერთი მთავარი ინდუსტრიის განვითარებისთვის. მეორე ეტაპი კი სავალდებულო მესამე პირების დაზღვევაა. იმედი მაქვს, რომ გაზაფხულის სესიაზე ეს კანონი დამუშავდება“, - განაცხადა ბარათაშვილმა.
ინფორმაციისთვის: მოგების გადასახადის ესტონური მოდელი, რომელიც საქართველოში 2018 წლიდან ამოქმედდა, ბიზნესს მოგების გადასახადისგან ათავისუფლებს, თუ თანხა კომპანიაში რეინვესტირება. აღსანიშნია, რომ მოგების გადასახადის ესტონური მოდელი საფინანსო სექტორზე 2019 წლიდან უნდა გავრცელებულიყო, თუმცა მთავრობის გადაწყვეტილებით, ამ პროცესმა 2023 წლამდე გადაიწია. დაახლოებით ერთი თვის წინ კი ცნობილი გახდა, რომ ესტონური მოდელი საფინანსო სექტორისთვის აღარ ამოქმედდება, თუმცა, ეს სადაზღვევო სექტორს არ ეხება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
“ტრეფიკ თრეველის” დამფუძნებელი ცოტნე ჯაფარიძე გუდაურში დააკავეს
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
ჩინეთის უმდიდრესმა ბიზნესმენმა ქონების 93% დაკარგა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
ხელფასები ორჯერ გავზარდეთ, თუმცა კადრების გადინება მაინც მაღალია - „კულას“ დირექტორი
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი
ბიზნესმენი რომან ფიფია საჯარო განცხადებას ავრცელებს
ქუთაისიდან სვანეთისკენ გვირაბი თუ გაკეთდა, მესტია შვეიცარიის დონის კურორტი გახდება - გურჩიანი