20.მარტი .2023 16:13

მოგვიწევს დაჯარიმებები - ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს აფრთხილებს

მოგვიწევს დაჯარიმებები - ჯანდაცვის მინისტრი ფარმაცევტულ კომპანიებს აფრთხილებს
views 476
უკან

საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, რეფერენტული ფასები უკვე 1100 მედიკამენტზე მოქმედებს. ჯანდაცვის მინისტრი, ზურაბ აზარაშვილი ამბობს, რომ რეფერენტული ფასები ეტაპობრივად ამოქმედდება და პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ მოგვარდება.

„15 მარტიდან ძალაში შევიდა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, რაც ეხება ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტების ბაზის გახსნას რეგულირების სააგენტოსთვის, ასევე ყველა ტრანზაქციას, რაც მედიკამენტებთან არის კავშირში. ეს გამომდინარეობს იქიდან, რომ ბაზარი გამჭვირვალე უნდა იყოს. ფარმაცევტული კომპანიებისთვის მედიკამენტების ბაზის გახსნა დასამალი არ უნდა იყოს და რეფერენტული ფასების ფარგლებში უნდა ხდებოდეს გაყიდვა.

სხვადასხვა მექანიზმებით, რაც გვაქვს ჩადებული, მოვახდენთ გაკონტროლებას. დღეს ვართ იმ ეტაპზე, როდესაც საშეღავათო პერიოდის ყველანაირი გონივრული ვადა ამოწურულია და უკვე საკმაოდ მკაცრად დავიწყებთ ამის გაკონტროლებას. პირველ შემთხვევაზე ისევ არის ჩანაწერი კანონში და შეიძლება გაფრთხილებით შემოვიფარგლოთ, ხოლო შემდეგ შემთხვევებზე უკვე საკმაოდ დიდი თანხებით დაჯარიმდებიან - 5 000-დან 35 ათას ლარამდეა ჯარიმა“, - განაცხადა მინისტრმა.

მისივე თქმით, პროცესი აუცილებლად მივა ბოლომდე. "სამწუხაროდ, აფთიაქების ნაწილი მზად არ არის და კიდევ ორ და სამთვიან გადავადებას ითხოვენ. არავითარი გადავადება არ იქნება. ყველანაირი ვადა გასულია, ჩვენი IT-სააგენტო ჯერ კიდევ იანვრის ბოლოს იყო მზად, რომ რეინტეგრაცია მოეხდინა მათი, თუმცა ზოგიერთი დღესაც არღვევს ამას და არ არის ჩართული რეგულირების სააგენტოს ბაზაში. მოგვიწევს დაჯარიმებები", - ამბობს აზარაშვილი.

რეფერენტული ფასი დამატებით 300-ზე მეტ ქრონიკულ და ონკოლოგიურ მედიკამენტზე ამოქმედდა - სამინისტრო

მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა