მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგვიწევს ოფისში ორჯერადად აცრილები დავუშვათ - BDO

6139b9a7d7885
ინგა მურუსიძე
09.09.21 21:30
2602
რაღაც პერიოდიდან ალბათ ჩვენც მოგვიწევს ოფისში ორჯერადად აცრილები დავუშვათ, -ამის შესახებ „საქმიანი დილის“ ეთერში, BDO-ს მმართველმა პარტნიორმა, ზურაბ ლალაზაშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, კომპანიაში ვაქცინაციის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს.

„რაღაც პერიოდიდან ალბათ ჩვენც მოგვიწევს ოფისში ორჯერადად აცრილები დავუშვათ, რომ დავიცვათ როგორც თანამშრომლების, ასევე დამკვეთების ოჯახების ჯანმრთელობა. გვქონდა ინფიცირების ბევრი შემთხვევა, ლეტალობაც იყო თანამშრომლების ოჯახის წევრებში, თუმცა იმედი გვაქვს, რომ ვაქცინაციით გადავლახავთ ამ ყველაფერს“, - განაცხადა ლალაზაშვილმა.