მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოგვწონს თუ არა, რუსეთთან და უკრაინასთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აქვს ბმა - დეპუტატის კითხვები

623072e9025e9
თელარა გელანტია
15.03.22 15:03
794
„დავიღალეთ იმის მოწოდებით თუ სად არის ხელისუფლების გეგმა. გავიგეთ, რომ გეგმა არ გაქვთ, არც ჩვენი შემოთავაზებული გეგმა არ მოგწონთ პოლიტიკური ნიშნით, მაგრამ ყოველი დღე ამ კრიზისის და საომარი მოქმედებების ფონზე ქვეყანას და მის მოსახლეობას უჯდება კონკრეტული თანხები, რომელიც მათ შემოსავალს აკლდება. გვაინტერესებს, პოლიტიკური კინკლაობის მიღმა რა ხედვა გაქვთ და რა უნდა გაკეთდეს“, - ამის შესახებ პარლამენტის წევრმა ბექა ლილუაშვილმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

მან ხელისუფლებას მიმართა, შექმნილი კრიზისის და უკრაინაში არსებული საომარი მოქმედების პირობებში, მოსახლეობის სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის შესამსუბუქებლად კონკრეტული გეგმა წარმოადგინოს.

„ჩვენ, დაახლოებით, თვენახევარია უკვე მოგმართეთ თემატური მოკვლევით საწვავის ფასებზე, 20 ათასზე მეტი ამ ქვეყნის მოქალაქის ხელმოწერით. ეს თემატური მოკვლევა გვჭირდებოდა სწორედ ამ გამოწვევების გადასაჭრელად და იმ შესაძლებლობების გამოსაკვეთად, რაც უნდა დაეხმაროს საწვავის ფასს, რომ შემცირდეს. სამწუხაროდ, ამაზე რეაგირება არ ყოფილა. ჩვენ ვიცით, რომ მოგვწონს თუ არ მოგვწონს, რუსეთთან და უკრაინასთან ჩვენი ქვეყნის ეკონომიკას აქვს ბმა.
მათ შორის, ჩვენ ვართ ამ ქვეყნებიდან კრიტიკული სასურსათო პროდუქტის იმპორტიორები და ეს ფასები იზრდება ყოველდღიურად.

ამას ემატება ჩვენი იქ მომუშავე მოქალაქეების გზავნილები, რომელიც შემცირდა და აქ ოჯახებს შეექმნათ პრობლემა საბანკო სესხებზე, მიმდინარე ხარჯების დასაფინანსებლად. ეს ნიშნავს იმას, რომ სოციალური ფონი მნიშვნელოვნად დამძიმდება ქვეყანაში.

ჩვენ ასევე ერთი თვის წინ დავაინიცირეთ პარლამენტში სოციალური მხარდაჭერის და სოციალური სისტემის რეფორმა და მხარდაჭერის გაზრდა. იმიტომ, რომ ის 600 ათასი სოციალურად დაუცველი კიდევ უფრო მეტი გახდება მომავალში. ესეც იმიტომ დავაინიცირეთ, რომ ერთობლივად გადაგვედგა ნაბიჯები მათი დაცვისთვის და სოციალური უსაფრთხოებისთვის“, - განაცხადა ბექა ლილუაშვილმა.