მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოგზაურობის მსურველების მიერ „InCruises“-ში შეტანილი ანაბრები ორმაგდება“ - მარიკა ვალნერი

6068934316f8d
ნუცა ბაზლიძე
03.04.21 20:00
1211
კომპანია “InCruises” მომხმარებლებს საკრუიზო ტურებს სთავაზობს. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობის მსურველებს შესაძლებლობა აქვთ გახსნან ანაბარი, შეტანილი თანხა კი ორმაგდება. აღნიშნულ თემაზე გადაცემა „ქალების ნარატივში“ კრუიზში საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობების ოფიცერმა მარიკა ვალნერმა ისაუბრა. 

როგორც ვალნერი BM.GE-ს განუმარტავს, „InCruises“-ში მოგზაურობის მსურველებს შეუძლიათ ანაბრის გახსნით მიიღონ დანაზოგი. მისი განმარტებით, ყოველთვიურად შესატანი მინიმალური თანხა 100 დოლარია. მარიკა ვალნერი აღნიშნავს, რომ რამდენიმე თვის დანაზოგით მსურველი კრუიზის საშუალებით მოგზაურობასა და დასვენებასაც შეძლებს, „InCruises“-ის სერვისი კი მომხმარებლებს მოგზაურობას ნებისმიერი მიმართულებით სთავაზობს. 

„InCruises“-ში მოგზაურობის მსურველების მიერ შეტანილი ანაბრები ორმაგდება, ყოვეთვიურად შეტანილი 100 დოლარით, 4 თვეში თანხა ჯამში 800 დოლარს მიაღწევს, რომლის საშუალებითაც, ზოგიერთი ლაინერით, მაგალითად, კარიბის კუნძულების მიმართულებითაა ტურის ყიდვა შესაძლებელი“, - აღნიშნავს მარიკა ვალნერი „ქალების ნარატივში". 

გადაცემაში საუბრისას მან ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტორზეც, რომ საკრუიზო მიმართულება საქართველოში ჯერ კიდევ არაა პოპულარული, რასაც ის საზოგადოების არასწორი წარმოდგენით ხსნის. 

„საქართველოში ჰგონიათ, რომ საკრუიზო ლაინერზე წასასვლელად და დასასვენებლად დიდი ფინანსებია საჭირო. ეს არაა რეალური. მინდა, რომ საქართველოს წარმომადგენლებმაც მიიღონ ეს გამოცდილება“, - აღნიშნავს კრუიზში საერთაშორისო საზოგადოებასთან ურთიერთობების ოფიცერი.