07.აპრილი .2021 22:45

მოგზაურობისას COVID-ტესტირება იოლი და იაფი უნდა იყოს - ბრიტანეთის პრემიერი

მოგზაურობისას COVID-ტესტირება იოლი და იაფი უნდა იყოს - ბრიტანეთის პრემიერი
views 230
უკან

დიდი ბრიტანეთი საერთაშორისო ტურიზმისთვის საზღვრების გახსნას 17 მაისიდან გეგმავს, თუმცა როგორც დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ბორის ჯონსონი აცხადებს, „საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

ამასთან, ბორის ჯონსონის აზრით, მოგზაურობისას კოვიდზე ტესტირება იოლი და იაფი უნდა იყოს. პრემიერმა ეს განცხადება EasyJet-ის პროტესტის შემდეგ გააკეთა; როგორც ავიაკომპანია აცხადებს, კოვიდზე ორმაგი ტესტირება მოგზაურთა ხარჯებს მნიშვნელოვნად ზრდის.

აღსანიშნავია, რომ დიდი ბრიტანეთი მოგზაურობასთან დაკავშირებით ახალ რეგულაციებზე მუშაობს, რომლის მიხედვით, ტურისტებს, რომლებიც „მწვანე ზონის“ ქვეყნებიდან ჩამოვლენ, არ მოუწევთ იზოლაციის გავლა, თუმცა ორჯერ მოუწევთ კორონავირუსზე ტესტირება, რომლის სავარუდო ღირებულებაც 200 ფუნტი სტერლინგი იქნება.

შეგახსენებთ, რომ ავიაკომპანია EasyJet-ის მენეჯმენტი აღნიშნული ინიციატივის გადახედვას ითხოვს, რადგან როგორც ავიაკომპანია აცხადებს, რიგ შემთხვევებში ფრენებზე ძვირი კორონავირუსზე ტესტირება ჯდება.