საქართველოს ფინანსთა მინისტრი, ლაშა ხუციშვილი აცხადებს, რომ ამ ეტაპზე ბიუჯეტში აუთვისებელი თანხა არ არის და თუკი რაიმე ცვლილება გადაწყდება, მათ შორის წვევამდელებთან მიმართებით, ამაზე უნდა იმსჯელონ.
ასე უპასუხა მან ოპოზიციონერი დეპუტატის, სანდრო რაქვიაშვილის კითხვას: „რომ აღმოჩნდეს, რომ პარლამენტში არის ამის კეთილი ნება, მოიძებნება თუ არა ბიუჯეტში 30-დან 60 მლნ ლარამდე იმისთვის, რომ ჯარისკაცებს ღირსეული ხელფასი გადავუხადოთ, მაგალითად წვევამდელებს, არა 200 ლარი, არამედ 1000 ლარი. თქვენ, როგორც ფინანსთა მინისტრი შეძლებდით ამ თანხის მოძიებას ბიუჯეტში?“
„საბიუჯეტო პროცესი იცით ძალიან კარგად. ანუ, ჩვენ შეგვიძლია პარლამენტმა მთავრობასთან ერთად ვიმსჯელოთ, როგორ შეიძლება უკვე დაგეგმილ ბიუჯეტთან მიმართებით განხორციელდეს ცვლილებები და როცა ვსაუბრობთ რეფორმებზე, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია, ვსაუბრობთ არა იმაზე, რომ კონკრეტულ თვეში მოვიძიოთ თანხები ბიუჯეტიდან, არამედ იმაზე, თუ რა იქნება მომდევნო წლების განმავლობაში. ამაზე რომ გვესაუბრა წინა წლის ბიუჯეტის ფორმირების დროს, გასაგები იქნებოდა. თანხების პოვნა ბიუჯეტში ასე არ ხდება, ყველა თანხა არის გაწერილი და გადანაწილებული. ჯერ მარტია და ამ ეტაპზე არანაირი ცვლილებების გეგმა არ არის გამოკვეთილი და წლის შუიდან უკვე შესაძლებელია ეს გამოიკვეთოს. ამ კითხვაზე პასუხი არ არის ცალსახა. ბიუჯეტში თავისუფალი თანხა არ არის და ვერც იქნება“, - თქვა ლაშა ხუციშვილმა.
რუსეთის გარდა, რომელ ქვეყნებთან აქვს საქართველოს 1-წლიანი უვიზო რეჟიმი? - სია
გიორგი კაკაურიძის თქმით, შესაძლოა, გარკვეულ თვეებში დეფლაცია დაფიქსირდეს
საქართველოში მოქმედი 15 ბანკიდან ორი ზარალზეა
საავტომობილო გზების დეპარტამენტი რიკოთის მაგისტრალის მშენებლობის შესახებ განცხადებას ავრცელებს
როდის აღდგება მოძრაობა რიკოთის გზაზე? - განმარტება
ლარი ზედმეტადაა გამყარებული - TBC Capital
გურამ ბაღდოშვილი ბაკურიანში რესტორანს ხურავს - მიზეზი
ტექინსპექტირების ცენტრის თანამშრომელი დააკავეს
ემიგრაციიდან საქართველოში დაბრუნებულებს პროექტებს დაუფინანსებენ - განცხადებების მიღება გრძელდება
1-ელი აპრილიდან ტაქსების რეფორმის მესამე ეტაპი იწყება
„დოლარი ნელ-ნელა თმობს თავის პოზიციებს” - ოთარ ნადარაია
ვის ეკუთვნის რუსთავში გახსნილი ნავთობგადამმუშავებელი ქარხანა?
„აგროჰაბი“ წელს ორ ახალ ფილიალს გახსნის
რომელ ქვეყნებში ჩახვალთ უვიზოდ ქართული პასპორტით? - ინტერაქტიული რუკა
მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ამოქმედებიდან 9 თვე გავიდა - რამდენი აბარებს გამოცდას?
თბილისში, მზის ენერგიაზე მომუშავე პირველი სახლი აშენდა - რა დაუჯდა მეპატრონეს ენერგოდამოუკიდებლობა?
“ზამთრის სეზონზე სვანეთში სტუმრებს არ ავიყვან” - "ტრეფიკ თრეველის" დამფუძნებელი
ქარელი-აგარა-ხაშური-სურამის გზაზე ტრანსპორტოს მოძრაობა იზღუდება
დეკემბერში დეფლაციაა მოსალოდნელი - TBC Capital
როგორც ჩანს, ლარმა თავის მოკლევადიან პიკს მიაღწია - თიბისი კაპიტალი