18.მარტი .2021 12:41

მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი?- თურნავას განცხადება

მოიხსნება თუ არა კომენდანტის საათი?- თურნავას განცხადება
views 695
უკან

ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, კომენდანტის საათის მოხსნის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა როდის შეიძლება მიიღოს საკოორდინაციო საბჭომ ამ შეზღუდვის მოხსნის შესახებ გადაწყვეტილება, ნათია თურნავა ჯერ არ საუბრობს.

„ჩვენ ამ საკითხზე ვიმსჯელებთ. ეს არის ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი შეზღუდვებს შორის, რაც დარჩა ჩვენს ხელთ. ჩვენ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ. დგას დღის წესრიგში და მომავალში მივუბრუნდებით ამ საკითხს“, - განაცხადა ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ.

კომენდანტის საათის მოხსნა განსაკუთრებით კრიტიკულად მნიშვნელოვანია ბიზნესისთვის. ასევე იმ პირობებში, როცა საქართველომ საერთაშორისო ვიზიტორებს ცა გაუხსნა, ტურიზმის სექტორი ამბობს, რომ გადაადგილების შეზღუდვების გამო ტურისტები საქართველოში ჩამოსვლისგან თავს იკავებენ.






მსგავსი სიახლეები

ნახეთ ყველა სიახლე

ყველა