მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„მოლაპარაკებები უნდა განვაახლოთ, აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა არაჩვეულებრივი იქნებოდა“

607417741f51e
ინგა მურუსიძე
12.04.21 14:08
1868
საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლის შესახებ მოლაპარაკებების განახლების საჭიროებაზე საუბრობს.

ამის შესახებ მან ჟურნალისტის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა. 

„ჩემი აზრით, ეს <აშშ-საქართველოს შორის ავიამიმოსვლა> იქნებოდა არაჩვეულებრივი. ჩვენ უნდა განვაახლოთ მოლაპარაკებები, რომელიც 1 წლის წინ, პანდემიამდე მიმდინარეობდა და პანდემიის შემდეგ შეიცვალა გარკვეულწილად ბაზა. შესაბამისად, უნდა ვნახოთ ამაზე საკმარისი მოთხოვნა თუ არის. ზოგადად, ვფიქრობ, პირდაპირი ფრენები არაჩვეულებრივი იქნება“, - განაცხადა ელჩმა.