მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლაპარაკებებს ექსპორტზე ვაწარმოებდით - "ღვინის ბიბლიოთეკა" გერმანიაში ფილიალს ხსნის

632c38ed2795c
მარიამ იზორია
25.09.22 22:35
784
მიმდინარე წლის ოქტომბერში „ღვინის ბიბლიოთეკა“ გერმანიაში, კერძოდ, დუსელდორფში ფილიალს გახსნის.

როგორც „ღვინის ბიბლიოთეკის“ დამფუძნებელი ნაზი ხვთისიაშვილი BM.GE-სთან აღნიშნავს, თავდაპირველად გერმანელ პარტნიორებთან მოლაპარაკებებს ექსპორტის მიმართულებით აწარმოებდნენ, თუმცა "ღვინის ბიბლიოთეკის" განსხვავებული კონცეფციიდან გამომდინარე, ობიექტის გახსნის გადაწყვეტილებაც მიიღეს.

მისივე თქმით, ინვესტიცია გერმანელი პარტნიორის მიერ განხორციელდება და ადგილზე 10 ადამიანი დასაქმდება.

„ჩვენ ექსპორტს ევროპის 20-მდე ქვეყანაში ვახორციელებთ. სხვადასხვა კლასის რესტორნებთან ვთანამშრომლობთ. ჩვენი მთავარი მიმართულება ქვევრის, იშვიათი ჯიშის ღვინოებია. ერთ-ერთი ასეთი ექსპორტის დროს გერმანიიდან ძალიან დიდი დაინტერესება გვქონდა, მოლაპარაკებებს ექსპორტის კუთხით ვაწარმოებდით, თუმცა, საბოლოოდ, იმ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ, რომ „ღვინის ბიბლიოთეკა“ გერმანიაში გაეხსნათ.

ობიექტი დაახლოებით ოქტომბრისთვის გაიხსნება და ადგილზე 10 ქართველი დასაქმდება. კადრების გადამზადებისა და ტრენინგების პროცესში აქტიურად ვართ ჩართულები“ - ამბობს „ღვინის ბიბლიოთეკის“ დამფუძნებელი.

აღსანიშნავია, რომ „ღვინის ბიბლიოთეკა“ თბილისში 3 ობიექტით არის წარმოდგენილი. კომპანიის კონცეფცია იშვიათი ჯიშებისა და მცირე მარნების ღვინოების პოპულარიზაციაა. სწორედ ამ მიზნით, „ღვინის ბიბლიოთეკაში“ ყოველ ხუთშაბათს მეღვინეების დღე იმართება, სადაც მცირე მარნები ფართო საზოგადოებას თავიანთ პროდუქტს წარუდგენენ.

კომპანია 4 წელია ბაზარზე ოპერირებს. ნაზი ხვთისიაშვილი ბიზნეს პარტნიორ, სოფო გენებაშვილთან ერთად უძღვება.