მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ცხვრის ექსპორტი შემცირდა - სად ვყიდით ცოცხალ ცხვრებსა და თხებს?

636a0c3049b20
ვიქტორია მღებრიშვილი
08.11.22 13:15
750
2022 წლის 9 თვეში, საქართველომ ცოცხალი ცხვრებისა და თხების ექსპორტით 16.9 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო. ჯამში ქვეყნიდან 5 798 ტონა საქონლის რეალიზება მოხდა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ცოცხალი ცხვრის ექსპორტი იანვარ-სექტემბერში გასული წლის ამავე პერიოდთან შედარებით 29.4%-ით შემცირდა, მაშინ როდესაც გასულ წელს ცხვრის რეალიზებით მიღებული შემოსავალი ბოლო 10 წლის განმავლობაში რეკორდული იყო და 24 მლნ დოლარს შეადგენდა (7 364 ტონა).

აღსანიშნია, რომ საქართველოსთვის ცხვრის ძირითადი საექსპორტო ბაზრები არაბული ქვეყნებია. შედეგად მიმდინარე წელს საქონელი სულ 6 ქვეყანაში გავიდა. ესენია:

1. აზერბაიჯანი - 8.4 მლნ დოლარი, 3 504 ტონა;
2. საუდის არაბეთი - 4.6 მლნ დოლარი, 1 087 ტონა;
3. არაბთა გაერთიანებული საამიროები - 1.5 მლნ დოლარი, 358 ტონა;
4. ეგვიპტე - 1.2 მლნ დოლარი, 350 ტონა;
5. იორდანია - 1.1 მლნ დოლარი, 473 ტონა;
6. ყატარი - 100 ათასი დოლარი, 24 ტონა.

გასული წლის ამ პერიოდთან შედარებით, ცხვრის რეალიზება საქართველომ მხოლოდ აზერბაიჯანში 82.9%-ით გაზარდა. ისეთ მთავარ საექსპორტო ბაზარზე საქონლის გატანა კი როგორიც საუდის არაბეთია, 74.4%-ით შემცირდა. 2021 წლის 9 თვეში მხოლოდ ამ მიმართულებიდან ცხვრის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 18.1 მლნ დოლარი იყო.

ცნობისთვის: საქართველოს მეცხვარეთა ასოციაციის თავმჯდომარე ბექა გონაშვილი ცხვრის გადასარეკი ტრასების მოწყობის პრობლემის გადაჭრის მოთხოვნით მთავრობას კიდევ ერთხელ მიმართავს. Facebook-ის პირად გვერდზე გამოქვეყნებულ პოსტში ის პრობლემას დეტალურად აღწერს და ეკონომიკისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროებს „სასწრაფო წესით“ დახმარებისკენ მოუწოდებს.