მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვასა და აშშ-ს შორის პირველი ორმხრივი „ღია ცის შეთანხმება“ გაფორმდა

646694bb60fef
ალა ისპირიანი
19.05.23 00:47
832
აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, მოლდოვასა და აშშ-ს შორის პირველი ორმხრივი „ღია ცის შეთანხმება“ გაფორმდა.

სახდეპის ცნობით, დოკუმენტს ხელი კიშინიოვში აშშ-ისა და მოლდოვის წარმომადგენლებმა მოაწერეს.

დოკუმენტი ფრენების შეუზღუდავ მოცულობას, ასევე სიხშირეს, მარშრუტების გახსნის უფლებებს, ჩარტერული ფრენების ლიბერალურ რეჟიმს და ღია კოდის გაზიარების შესაძლებლობას ითვალისწინებს. 

„მოლდოვასთან შეთანხმება გააფართოებს ჩვენს ძლიერ ეკონომიკურ და კომერციულ პარტნიორობას, ხელს შეუწყობს ინტერპერსონალური კავშირების განვითარებას და შექმნის ახალ შესაძლებლობებს ავიაკომპანიებისთვის, ტურისტული კომპანიებისა და მომხმარებლებისთვის“, – ნათქვამია აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში.