მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვიდან რუმინეთში საქართველოს მოქალაქეების გადასაყვანად სპეციალური რეისი დაინიშნა

6223aae487e50
BM.GE
05.03.22 22:19
969
თავრობის განკარგულების შესაბამისად, უკრაინის ტერიტორიიდან მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, მოლდოვაში საქართველოს საელჩოს ორგანიზებით, ქ. კიშინეუდან ქ.ბუქარესტის მიმართულებით მოქალაქეების გადასაყვანად დაინიშნა ავტობუსის სპეციალური რეისი.

"ავტობუსის რეისმა ამჟამად საქართველოს 39 მოქალაქე რუმინეთში, ქ. ბუქარესტში გადაიყვანა, სადაც მათ საქართველოს საელჩომ ქმედითი ჰუმანიტარული დახმარება გაუწია და უზრუნველყო საცხოვრებლითა და საკვებით. საქართველოს მოქალაქეები უახლოეს მომავალში დაბრუნდებიან სამშობლოში.

აღსანიშნავია, რომ უკრაინაში განვითარებულ საომარ მდგომარეობასთან დაკავშირებით, საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, უკრაინის ტერიტორიაზე მყოფი და უკრაინის ტერიტორიიდან პოლონეთის რესპუბლიკაში, რუმინეთში, სლოვაკეთის რესპუბლიკაში, უნგრეთსა და მოლდოვას რესპუბლიკაში გადაადგილებული საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დაბრუნების მიზნით, საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და საკონსულო დაწესებულებებს დაევალათ მათი დახმარება პირველადი საჭიროებებით უზრუნველყოფის მიზნით"-ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს გავრცელებულ ინფორმაციაში.

მოლდოვას რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებია: +37379111179; +37379000212;
პოლონეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +48 572 488 665;
უნგრეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომერია: +36 30 858 66 22;
სლოვაკეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზი: +421 918663008;
რუმინეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზია +40743232292;

საქართველოს საელჩო, კიევი:
+ 380 (63) 376 77 68
+ 380 (44) 590 69 50
+ 380 (93) 544 01 17
+ 380 (63) 376 73 64

გენერალური საკონსულო, ოდესა:
+ 380 (63) 176 75 55
+ 380 (93) 761 17 17

საკონსულო პუნქტი ლვოვში:
+380 (63) 376 77 68
+380 (63) 376 73 64

საგარეო საქმეთა სამინისტრო:
+ 995 (32) 2 94 50 50