მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლდოვური MAIB-ი, რომელსაც გიორგი შაგიძე ხელმძღვანელობს, საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

61925a2d7a467
შოთა ტყეშელაშვილი
15.11.21 17:08
824
მოლდოვის უმსხვილესი ბანკი MAIB-ი ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება. ბანკს მიმდინარე წლის თებერვლიდან, გიორგი შაგიძე მართავს, რომელიც იქამდე “თიბისი ბანკის” გენერალური დირექტორის მოადგილე იყო.

დღეს MAIB-მა Renaissance Capital-თან ერთად, ლონდონის საფონდო ბირჟაზე მოლდოვის კაპიტალის ბაზრის დღეს უმასპინძლა. ღონისძიებას EBRD-ის მმართველი დირექტორი ოდილ რენო ბასო, მოლდოვის პრემიერი ნატალია გავრილიტა და ქვეყნის ცენტრალური ბანკის მმართველი ოქტავიან არმაშუ დაესწრნენ.

პოსტზე დანიშვნისას, გიორგი შაგიძემ განაცხადა, რომ მისი მიზანია, მოლდოვური ბანკის საფონდო ბირჟაზე გასვლა შედგეს.

MAIB (AGROINDBANK) არის უმსხვილესი ბანკი მოლდოვაში, მასზე ქვეყნის საბანკო აქტივების დაახლოებით 30% და სესხების დაახლოებით 35% მოდის. ბანკი მოლდოვის მოსახლეობის 20%- ზე მეტს ემსახურება და ქვეყნის უმსხვილეს დამსაქმებელთა რიცხვს მიეკუთვნება.

2018 წლიდან, MAIB- ის უმსხვილესი აქციონერია HEIM Partners Limited, გაერთიანებული სამეფოს რეგისტრირებული კომპანია, რომელიც წარმოადგენს ინვესტორთა კონსორციუმს, რომელიც შედგება ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის, Invalda INVL (აქტივების მართვის წამყვანი ჯგუფი ბალტიის ქვეყნებში) და Horizon Capital (კერძო ფონდი, რომელიც ორიენტირებულია განვითარებად ევროპის ბაზრებზე).