მთავრობის გადაწყვეტილებით, 1 თებერვლიდან სავაჭრო მოლები შეზღუდვებით, თუმცა იხსნებიან. 22 იანვარს გაჟღერებული გადაწყვეტილების მიხედვით, მოლები და საცალო გაყიდვის ობიექტები ოპერირებას კვირის დღეებში, შაბათ-კვირის გარდა შეძლებენ.
დღეს 13:00 საათზე კი მთავრობის ადმინისტრაციაში რითეილ სექტორთან მორიგი შეხვედრა ჩაინიშნა. ინფორმაცია ამის შესახებ BM.GE-ის თბილისის ცენტრალის დირექტორმა და საქართველოს სავაჭრო ცენტრების ასოციაციის ხელმძღვანელმა ლევან ყარალაშვილმა დაუდასტურა.
მისი ინფორმაციით, განხილვის საკითხი მოლების, ბაზრობებისა და საცალო გაყიდვის ობიექტების ოპერირების განახლებასთანაა დაკავშირებული. შეხვედრას კი, მისი თქმით, ეკონომიკური გუნდის მინისტრებთან ერთად ჯანდაცვის მინისტრი და ეპიდემიოლოგებიც დაესწრებიან.
„გვინდა, რომ ავუხსნათ და ვთხოვოთ, რომ შაბათ-კვირას მოგვცენ ოპერირების უფლება. საუბარი შეეხება ასევე კომენდანტის საათის გადაწევის საკითხს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ამოქმედების საკითხს და ჩვენი სექტორისთვის ანტიკრიზისულ პაკეტს საგადასახადო შეღავათების კუთხით. ასევე შეკითხვები აქვთ რითეილერებსაც და ამ საკითხებზე იქნება მსჯელობა“, - განაცხადა ლევან ყარალაშვილმა.
თბილისი ცენტრალის ხელმძღვანელმა ასევე აღნიშნა, რომ 1 თებერვლიდან მოლები 7-8 საათიდან აღარ იმუშავებენ და მათი საუშაო გრაფიკი სავარაუდოდ 10:00-დან 19:00 საათამდე იქნება.
ნახეთ ყველა სიახლე
ყველა
„ექსპორტით ხუთ წელში $2 მლრდ-ის შემოტანა შემიძლია“ – რა სირთულეებს აწყდება Glenberries-ი
როგორ დავსაქმდეთ გერმანიაში ლეგალურად? - რეგისტრაცია დღეს იწყება
"ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი ეკონომიკის გახსნაა" - "სილქნეტი" 2020 წელს აფასებს
„თბილისის მიკროავტობუსი“ განცხადებას ავრცელებს
დღეს კომენდანტის საათი დროებით უქმდება
Wolt-ის და Glovo-ს ტარიფები აბსურდულია - რაზე ვერ შეთანხმდნენ რესტორნების წარმომადგენლები მიტანის კომპანიებთან?
ვუნდერკინდი, რომელმაც უნივერსიტეტი მიატოვა, მსოფლიოში ყველაზე ახალგაზრდა მილიარდერია
ბრიტანეთის მარეგულირებელი Pfizer/BioNTech-ის ვაქცინაზე მოქალაქეებს აფრთხილებს
ალექსანდრე ძნელაძე: "საბანკო სესხების მინიმუმ 3-თვიან გადავადებაზეა საუბარი"
ხვალიდან თბილისის რამდენიმე ქუჩაზე მოძრაობა იზღუდება
პანდემიის დროს საქართველოში წითელ ტუჩსაცხზე მოთხოვნა გაიზარდა – Voulez-vous
ფილტვები, თავის ტვინი, გული - სად ტოვებს კვალს covid-19?
ასტეროიდი, რომლის ღირებულებაც მსოფლიო ეკონომიკას 70 000-ჯერ აღემატება
მიხეილ ლომთაძე კომპანია Kaspi-ს LSE-ზე განთავსების შედეგად მილიარდერი გახდა
პიკისგან გვაშორებს 2-3 კვირა, სწორედ ამ დროს მოხდება მთავარი დარტყმა სამედიცინო სისტემაზე – ინფექციონისტი
ჟენევამ მსოფლიოში ყველაზე მაღალი მინიმალური ხელფასი დააწესა – საათში $25
"უნიკალური ხიდი ხაშურის შემოვლით გზაზე"- ვინ განახორციელა პროექტი?
რატომ შეიკრიბა 400 ექიმი ჩაქვში? - ღონისძიების ორგანიზატორი
მოთხოვნადი სასწავლო პროგრამებისა და უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების რეიტინგი 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით
თბილისში, ეზოები ნაგავშემკრები კონტეინერებისგან გათავისუფლდება - რას გულისხმობს პროექტი