მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოლებში თანამშრომელთა ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 0.1%-ია - გამყრელიძე

601a5dabdda75
ვიქტორია მღებრიშვილი
03.02.21 12:22
512
მოლებში თანამშრომელთა ინფიცირების დადებითობის მაჩვენებელი 0.1%-ია - განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ გაფართოებული ტესტირების შედეგად ინფიცირების გამოვლენილი შემთხვევების რაოდენობაზე საუბრისასა.

„მოგეხსენებათ, გაფართოებული ტესტირების ფარგლებში ჯგუფები რაც დაემატა, ტაქსის მძღოლებიდან უკვე 15 000-მდეა გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 0.6%-ია; ბაზრის მოვაჭრეებიდან 9 000 ადამიანია გატესტილი და 0.6%-ია დადებითი; 7 000-მდე რელიგიის მსახურია გატესტილი და დადებითი 1.3%-ია; მოლების და სავაჭრო ცენტრების თანამშრომლებიდან 6 217 ადამიანია გატესტილი და 0.1%-ია დადებითი შემთხვევა, სულ 3 შემთხვევა იქნა იდენტიფიცირებული; სკოლის პედაგოგებიდან გატესტილია 6200 ადამიანი და 0.3%-ია იდენტიფიცირებული;

ასევე რანდომული ტესტირება 20%-20%-იანი რომელიც პედაგოგებში, პოლიცია, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მიმართულებით ტარდება სულ 23 000 ადამიანია გატესტილი და დადებითობის მაჩვენებელი 1.1% იყო“- განაცხადა გამყრელიძემ.